ბაქტერიოლოგია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბაქტერიოლოგია (ბაქტერია და ბერძნ. λόγος ლოგოს "სიტყვა, მოძღვრება"), მეცნიერება ბაქტერიების შესახებ, მიკრობიოლოგიის ნაწილი. ბაქტერიოლოგიას ყოფენ რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად:
- ზოგადი ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მათ ცვალებადობასა და მემკვიდრულობას, ევოლუციას, გავრცელებასა და სხვა;
- სამედიცინო და ვეტერინარული ბაქტერიოლოგია შეისწავლის სნეულებათა გამომწვევი ბაქტერიების ბიოლოგიას, მათი გამოყოფისა და კვლევის მეთოდებს, იმუნიტეტის მოვლენებს, შეიმუშავებს ადამიანისა და ცხოველების ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობის სპეციალურ საშუალებებს;
- სასოფლო-სამეურენეო ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების როლს ნიადაგის სტრუქტურის ფორმირებაში, მის ნაყოფიერებაში, მცენარეთა კვებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაში (დასილოსება, დამწნილება და სხვა);
- ტექნიკური (სამრეწველო) ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მიერ სპირტების, ორგანული მჟავების, ფერმენტების, ამინომჟავების, ანტიბიოტიკების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვათა წარმოქმნის პროცესს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 243, თბ., 1977 წელი.