იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Vant Hoff.jpg

იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი (დ. 30 აგვისტო, 1852, როტერდამი, - გ. 1 მარტი, 1911, ბერლინი), ჰოლანდიელი ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიისა და სტერეოქმიის ფუძემდებელი. 1871 წელს დაამთავრა დელფტის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ამსტერდამისა (1878-იდან) და ბერლინის (1896-იდან) უნივერსიტეტების პროფესორი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1895). 1874-1875 წლებში ვანტ-ჰოფმა პირველმა ჩამოაყალიბა ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში ატომთა სივრცითი განლაგების თეორის, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე სტერეოქიმიას. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმიურ კინეტიკასა და თერმოდინამიკაში. მან დაადგინა მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციის გავლენა რეაქციის სიჩქარეზე. ვანტ-ჰოფმა მოგვცა ქიმიური თერმოდინამიკის ორი ძირითადი განტოლება. ვანტ-ჰოფს ეკუთვნის შესანიშნავი შრომები განზავებულ ხსნართა თეორიაში, ოსმოსური წნევის საკითხებზე. მან შემოიღო ახალი ცნება - მყარი ხსნარები. ვანტ-ჰოფის შრომებმა დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში. ნობელიის პრემია (1901).

ლიტერატურა[რედაქტირება]