გურიანთა
სოფელი | |
---|---|
გურიანთა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გურიანთა |
კოორდინატები | 41°56′33″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. / 41.94250° ჩ. გ. 41.95778° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ადრეული სახელები | კახური, გურიამთა |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1215[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 %, ეზიდები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გურიანთა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გურიანთა, ციხისფერდი).
მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და ნატანების შესართავთან ახლოს, მდინარე სავაციას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 70 მ., ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე, ოზურგეთიდან 5 კმ.
სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] რკინიგზის სადგური „კახური“, კულტურის სახლი,[3] მუზეუმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურიანთა დასახლებული იყო ახალი ქვის ხანაში. მდინარე სკურდუმის მარჯვნივ აღმოჩენილია ნეოლითური ნამოსახლარი. V-VIII სუაკუნეებში გურიანთის ტერიტორიაზე, მდინარეების სკურდუმისა და ნატანების შესართავთან არსებობდა ციხე-ქალაქი ვაშნარი. ვაშნარი ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით წარმოადგენდა მაშინდელი გურიის ცენტრს, ხოლო გურიანთის სახელწოდებიდან წარმოიშვა ტოპონიმი გურია.
გვიან ფეოდალურ ხანაში ვაშნარი წარმოადგენდა ნაკაშიძეთა სათავადოს ზამთრის რეზიდენციას. 1689-1717 წლების საბუთში იხსენიება ნაკაშიძეების აზნაური გიორგი მამულაიშვილი, რომელიც ციხისთავი იყო და გურიანთას განაგებდა.[4] სოფლის ტერიტორიაზე ასევე იყო ხის ეკლესიები, კახურის წმინდა გიორგის ეკლესია და მონასტრის მთავარანგელოზთა ეკლესია. 1885 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში შეიქმნა სოფელი ეწერი, სადაც დაასახლეს 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ვეტერანები. 1902 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ორ სოფელს, მოსახლეობის რაოდენობა იყო 1895 ადამიანი. 1908 წელს გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სამი სოფელი, ხოლო მოსახლეობა იყო 1311 ადამიანი. ცალკე სოფლებად იყო აღრიცხული გურიანთა და კახური.[5]
1938 წელს გურიანთისგან გამოყოფილ იქნა და ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა ბაილეთი. 1946 წელს სოფელში აშენდა აგურის ქარხანა, რომელიც 50-60 ათას აგურს ამზადებდა წელიწადში.[6] 1949 წელს ამუშავდა ჩაის ფაბრიკა, რომელიც ვაშნარის ნანგრევებზე აშენდა.
მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ გურიანთის მემორიალური მუზეუმი დაარსდა 1983 წელს. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია სოფლის ისტორიის ამსახველი მასალები, მათ შორის: გურიანთა-ციხისფერდის უბანში მდინარე სკურდუმის ბორცვზე 1963 წელს გათხრების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ნეოლითის ხანის კაჟის, რიყისქვის იარაღები, ადრეფეოდალური ხანის ვაშნარის ციხე-ქალაქის მასალები. მუზეუმის ერთ დარბაზში წარმოდგენილია გურული სახლი, ციხისფერდში ნაპოვნი ქვის ვერძის ქანდაკება. დარბაზებში გამოფენილია სოფლის ისტორიის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1893[7] | 1207 | ||
1908[8] | 1113 | ||
1911[9] | 677 | ||
2002 | 1586 | ||
2014 | 1215 | 587 | 628 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პეტრე ნაკაშიძე — პუბლიცისტი
- ნიკოლოზ მეხუზლა — ფირალი
- ვასილ კვაჭანტირაძე — სნაიპერი
- გურამ შარაძე — ისტორიკოსი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჩაის პლანტაცია გურიანთაში, 1990-2000-იანი წლების მიჯნა
-
ავტობუსის გაჩერება გურიანთაში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 313.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21056
- ↑ სოსელია ო., „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, ტ. II, თბილისი: „მეცნიერება“, 1981. — გვ. 165, 168.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ გაზეთი „ლენინის დროშა“ N31 გვ 4. — 1946
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|