ვასილ კვაჭანტირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი იანვარი, 1907, 26 ივლისი, 1907 და 4 იანვარი, 1907
დაბადების ადგილი კონჭკათი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1950
გარდაცვალების ადგილი გურიანთა, სსრკ
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა მსროლელთა პოლკი
სამხედრო სამსახურის წლები 19411945
წოდება ზემდეგი/სერჟანტი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“

ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე (დ. 15 იანვარი, 1909, (სხვა მონაცემებით 26 ივლისი, 1907), კონჭკათი — გ. 9 თებერვალი, 1950) — ქართველი სნაიპერი. ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი,ზემდეგი. საბჭოთა კავშირის გმირი (4 აპრილი, 1945). მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელ კონჭკათში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1918 წელს მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ გურიანთაში. გურიანთაში მან მიიღო დაწყებითი ოთხწლიანი განათლება. 1939 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მონაწილეობდა სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას. 23-27 ივნისს მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისას, სოფელ შუმილინოს მიდამოებში და ვიტებსკის გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციისას გაანადგურა 44 მოწინააღმდეგე. 1945 წლის 24 მარტის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ვასილ კვაჭანტირაძეს გამოჩენილი გმირობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ლენინის ორდენის გადაცემით და მედლით „ოქროს ვარსკვლავი“(№6377). სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა. ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს. სხვა ცნობილ სნაიპერთაგან ვასილი ზაიცევს 242 მოწინააგმდეგე ჰყავს განადგურებული, ივან კულბერტინოვს 489, ივან სიდორენკოს 500 და ეს საუკეთესო მაჩვენებლებია წითელი არმიის რიგებში.

კვაჭანტირაძე ომის შემდეგ, 1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში. გარდაიცვალა 1950 წლის 9 თებერვალს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Подвиги Героев Советского Союза“ გვ. 50 — 53 — მოსკოვი, 1981
  • ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10 გვ. 1 — 1947 წელი.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი — 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]