ლაშა დვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.
ლაშა დვალი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა დვალი
დაბადების
თარიღი
14 მაისი, 1995 (1995-05-14) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
აპოელი
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
2001–2008 საბურთალო
2008–2012 მეტალურგი-2 რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013 სკონტო რიგა 3 (0)
2013–2015 რედინგი 0 (0)
2013–2015   სკონტო 32 (3)
2014–2015   ქასიმფაშა 10 (1)
2015 დუისბურგი 1 (0)
2016–2017 შლონსკი 34 (2)
2017 ირტიში 16 (0)
2017–2018 პოგონი 46 (3)
2019–2022 ფერენცვაროში 40 (2)
2022– აპოელი 53 (7)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 17 წლ. 8 (0)
2012–2013 საქართველო 19 წლ. 9 (0)
2014– საქართველო 21 წლ. 3 (0)
2015– საქართველო 31 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

ლაშა დვალი (დ. 14 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე „აპოელისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაშა დვალი 1995 წლის 14 მაისს, თბილისში დაიბადა. 6 წლის ასაკში „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან იბერია 2010-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის „მეტალურგის“ დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან სამნახევარი წელი დაჰყო.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური „რედინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის „სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.[2]

2015 წლის 31 აგვისტოს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგთან“.[3][4][5]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იცავდა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დვალი პირველად 2014 წლის ოქტომბერში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან და გიბრალტართან გასვლითი მატჩების წინ. მან დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა,[6] გიბრალტართან კი მწვრთნელმა არ ათამაშა. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 29 მარტს შედგა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში. ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მე-4 წუთზე ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილის ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.[7].

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიის დროშა სკონტო რიგა
  • ლატვიის ვიცე-ჩემპიონი: 2014, 2013
  • ლატვიის თასის ფინალისტი: 2013–14
  • ლატვიის სუპერთასის ფინალისტი: 2013
უნგრეთის დროშა ფერენცვაროში
  • უნგრეთის ჩემპიონი: 2018–19, 2019–20, 2020–21, 2021–22
  • უნგრეთის თასის მფლობელი: 2021–22
კვიპროსის დროშა აპოელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
90minut · AFS · AS.com · ESPN · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Kicker.de · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sports.ru · TFF · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
lelo.ge · La Gazzetta dello Sport Georgia

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]