შინაარსზე გადასვლა

ჯონ კუინსი ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.
ჯონ კუინსი ადამსი
John Quincy Adams
ჯონ კუინსი ადამსი John Quincy Adams
აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1825 – 4 მარტი, 1829
ვიცე-პრეზიდენტი  ჯონ კელჰუნი
წინამორბედიჯეიმზ მონრო
მემკვიდრეენდრუ ჯექსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მარტი, 1817 – 3 მარტი, 1825
პრეზიდენტიჯეიმზ მონრო
წინამორბედიჯეიმზ მონრო
მემკვიდრეჰენრი კლეი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1803 – 1808

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1831 – 1848

დაბადებული11 ივლისი, 1767
ბრეინტრი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი23 თებერვალი, 1848
ვაშინგტონი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიაფედერალისტური პარტია, დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია, ნაციონალ-რესპუბლიკური პარტია, ანტიმასონური პარტია, ვიგების პარტია
მეუღლელუიზა კატრინ ადამსი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ჯონ კუინსი ადამსი (ინგლ. John Quincy Adams; დ. 11 ივლისი, 1767, ბრეინტრი, მასაჩუსეტსი — გ. 23 თებერვალი, 1848, ვაშინგტონი) — ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-6 პრეზიდენტი 1825-1829 წლებში. იგი მოღვაწეობდა როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ადამსი სხვადასხვა დროს იყო ფედერალისტური პარტიის, დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის, ნაციონალ-რესპუბლიკური პარტიის, ანტიმასონური პარტიის და ვიგების პარტიის წევრი.

იგი იყო აშშ-ის მეორე პრეზიდენტის ჯონ ადამსის და მისი მეუღლის აბიგაილ ადამსის ვაჟი. როგორც დიპლომატი ადამსი ბევრ საერთაშორისო მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. სახელმწიფო მდივნის რანგში მონაწილეობას იღებდა მონროს დოქტრინის შემუშავებაში. როგორც პრეზიდენტი იგი გამოდიოდა მოდერნიზაციის და განათლების სისტემის გაუმჯობესების პროგრამით, მაგრამ ეს პროგრამა კონგრესმა დაბლოკა. 1828 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ენდრუ ჯექსონმა დაამარცხა.

პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ადამსი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, რაც ერთადერთი შემთხვევაა აშშ-ის პრეზიდენტთა შორის. წარმომადგენელთა პალატაში იგი იყო ძლიერი ოპონენტი მონათმფლობელთა ძალაუფლებისა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]