მონროს დოქტრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონროს დოქტრინაამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის მიზანი იყო ევროპული გავლენის შემცირება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. დოქტრინა შემუშავდა ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმზ მონროს მიერ. 1823 წელს მონრომ მიმართა კონგრესს თავისი ყოველწლიური მოხსენებით, [1] რომელშიც მან წარმოადგინა ამერიკის პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ევროპული კოლონიალიზმი უნდა დამთავრებულიყო დასავლეთ ნახევარსფეროში.[2] დოქტრინის მოქმედება გამოვლინდა ამერიკის არაერთი პრეზიდენტის სტრატეგიებში: [3] ულის გრანტი, თეოდორ რუზველტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რონალდ რეიგანი.

მონრომ გამოჰყო ძველი და ახალი მსოფლიო, რომლებიც ერთმანეთისგან საზოგადოებრივპოლიტიკური სისტემებით განსხვევდებოდნენ და შესაბამისად, ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩარეულიყვნენ. [4] მან ჩამოაყალიბა ოთხი ძირითადი სფერო, რომელსაც ეს დოქტრინა მოიცავდა:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერეოდა ევროპულ ძალების არც საშინაო საქმეებში და არც ომებში, მაგალითად, მიმდინარე ომში საბერძნეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის.
  2. ამერიკის შეერთეული შტატები არ ჩაერთვებოდა ასევე იმ კოლონიებისა თუ დამოუკიდებელი წარმონაქმნების საქმეებში, რომლებიც დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობდნენ.
  3. დასავლეთ ნახევარსფეროში ახალი კოლონიების წარმოქმნა არ უნდა მომხდარიყო.
  4. ევროპული ძალების ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც მიზანმიმართული იქნებოდა გავლენის მოსაპოვებლად და ნებისმიერი ლათინოამერიკული ერის დასაპყრობად, იქნებოდა გაგებული, როგორც ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1820-იანი წლების დასაწყისიდან ბევრმა ლათინოამერკულმა ქვეყანამ, ესპანეთისა თუ პორტუგალიის ყოფილმა კოლონიებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა [5] (პერუ, არგენტინა, მექსიკა, კოლუმბია, ჩილე). ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებიც შეეცდებოდნენ, რომ ლათინურ ამერიკაში ესპანეთის ყოფილ კოლონიები დაეპყროთ, რომელთაგან ნაწილი უკვე იყო დამოუკიდებელი ერი. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობდა, რომ რუსეთის ფედერაციასაც, ალექსანდრე პირველის მეთაურობით გაუჩნდებოდა სურვილი, რომ ჩრდილო ამერიკის კონტინეტის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ტერიტორია თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. [6]

შედეგად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯორჯ კანინგის შეთავაზებამაც არ დააყოვნა. მან მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საერთო დეკლარაციის დადებისკენ მოუწოდა, რომელიც აკრძალავდა ლათინო ამერიკის ტერიტორიაზე კოლონიების ჩამოყალიბებას.

განსხვავებული მოსაზრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებატები, იმის შესახებ უნდა დაედოთ თუ არა მსგავსი სახის ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან, მიმდინარეობდა ამერიკის პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტებსა და სახელმწიფო მდივანს შორის. თავდაპირველად მონროს მოეწონა კანინგის იდეა, ყოფილი პრეზიდენტები ტომას ჯეფერსონი და ჯეიმზ მედისონი მოქმედ ლიდერს დაეთანხმნენ. მაგრამ სახელმწიფო მდივანი ჯონ კუინსი ადამსი ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებაში და ბრიტანეთის სტრატეგიის მიხედვით არ უნდა ემოქმედათ. ამასთანავე, მონროსაც და ადამსსაც კარგად ესმოდათ ის, რომ ბრიტანეთის ფლოტი საჭირო იყო ლათინური ამერიკაში. მიზეზი კი კონტინენტური ევროპის ქვეყნების მხრიდან შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება გახლდათ. მონროს მოსაზრების ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ბრიტანეთთან ერთობლივი ხელშეკრულების დადებას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული შეზღუდვები ამერიკის მომავალ შესაძლებლობებთან მიმართებით. დიდ ბრიტანეთსაც ექნებოდა იმპერიალისტური ამბიციები და ამის გამო ადამსის იდეებმა გაიმარჯვეს და მონრომაც ცალმხრივი, უნილატერული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც ამერიკის ახალ და გაცილებით უფრო დიდ როლზე მიანიშნებდა. [7]

რეალური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონრომ წარმოადგინა მისი დოქტრინა 1823 წელს, თუმცა მისი აღსრულების პროცედურები ათეულობით წლის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. მონროს დოქტრინა არ წარმოადგენდა აქტიურად მოქმედ დოკუმენტს არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები არ მიიჩნეოდა დიდ ძალად მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. გარდა ამისა, არც კონტინეტური ევროპის ქვეყნებს ჰქონდათ სურვილი ლათინურ ამერიკაში შეჭრის. რაც შეეხება რუსეთს, [8] იმისთვის, რომ მისი გავლენა შეემცირებინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის სანაპიროებზე, ალეუტისა და სხვა კუნძულებზე შეიზღუდა სანაოსნო მიმოსვლა.

ლათინური ამერიკის რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინურ ამერიკაში არსებული ერები იაზრებდნენ მოსაზრებას, რომ იმ პერიოდში ამერიკას არ ჰქონდა ძლიერი სამხედრო ძალა. შესაბამისად, თუ არ მოხდებოდა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საერთო ხელშეკრულების დადება, დოკუმენტის არარსებობა საზიანო გახდებოდა ლათინური ამერიკისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი მადლიერებას მაინც გამოხატავდნენ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მოახდენდა მათ დაცვას ბრიტანეთის კოლნიური ამბიციებისგან. ამიტომაც 1826 წელს სიმონ ბოლივარის ინიციატივით გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო პანამის კონგრესი, რომელზეც მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ შექმნილიყო ამერიკული რესპუბლიკების ლიგა, საერთო სამხედრო ძალებით, თავდაცვის პაქტით და საპარლამენტო სუპრანაციონალური ასამბლეით.

შეხვედრას დაესწრნენ დიდი კოლუმბიის (დღევანდელი მდგომარეობით: კოლუმბია ეკვადორი), პანამის, ვენესუელის) წამომადგენლები, ასევე პერუს, ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების, სალვადორის, ჰონდურასის, ნიკარაგის, კოსტა-რიკისა, და მექსიკის დიპლომატიური დელეგაციები. ჩილე და რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები (დღევანდელი არგენტინა) არ დაესწრნენ შეხვედრას, რადგანაც ბოლივარის უსაზღვრო ძალაუფლება არ მოსწონდათ. ბრაზილიის იმპერიას არ გამუგზავნია დელეგატები. იზოლაციის მომხრე პარაგვაი კი კონგრესზე არ მიიწვიეს.

დიდი ბრიტანეთი პანამის კონგრესზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხვედრიდან დიდი სარგებელი მიიღო დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო მას და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ბევრი სარფიანი სავაჭრო გარიგება დადო. სწრაფად მზარდი ინდუსტრია ეძებდა ახალ ბაზრებს. გარდა ამისა, ხელსეკრულებებით დადგინდა, რომ თუ ესპანეთი კვლავ კოლონიალისტი გახდებოდა ვაჭრობას პრობლემები მაინც არ უნდა შექმნოდა.

ევროპის ქვეყნების ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონროს დოქტრინამ არ იმუშავა მაშინ, როცა ფოლკლენდის კუნძულების ოკუპაცია მოხდა. შეერთებულმა შტატებმა 1833 წლის ინტერვენციაში არ ჩაერია. [9] 1838-1850 წლებში არგენტინაში ჯერ საფრანგეთი, ხოლო შემდეგ ბრიტანეთი შევიდა, მაგრამ ამერიკას არაფერი მოუმოქმედებია. დოქტრინა გამოიყენა ჯონ ტაილერმა 1842 წელს ჰავაისთან მიმართებით, როცა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს იქ არ შესულიყო. ბრიტანეთის ნაცვლად ჰავაიზე ამერიკელები შევიდნენ. 1845 წელს ჯეიმზ პოლკმა განაცხადა, რომ მონროს დოქტრინა მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული და სწორედ აქედან იწყება მანიფესტის მოქმედება. [10]

1862 წელს ნაპოლეონ III შემოიჭრა და დაიპყრო მექსიკა და კონტროლი დაუწესა იმპერატორ მაქსიმილიანეს მოქმედებებს. ამერიკამ ეს მიიღო, როგორც დოქტრინის დარღვევა, მაგრამ ვერ შეძლო ჩარევა სამოქალაქო ომის მიმდინარეობის გამო. 1865 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩარია საქმეში დიდი საბრძოლო არმია, რათა საფრანგეთს დაეტოვებინა ტერიტორია, საფრანგეთი გავიდა მექსიკიდან, ხოლო მექსიკელმა ნაციონალისტებმა შეიპყრეს მაქსიმილიანი. [11]

აშშ-მექსიკის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკას ომი ჰქონდა მექსიკასთან 1846 წლის აპრილშ, ომი 1848 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. ომის მთავარი მიზეზი იყო 1845 წელს ტეხასის ანექსია და ახალ ტერიტორიაზე დავა. მექსიკა მოითხოვდა, რომ საზღვარს მდინარე ნუესესზე გაევლო, აშშ-ს კი სადემარკაციო ხაზის გავლება მდინარე რიო-გრანდეზე სურდა. მექსიკა-ამერიკას შორის გაფორმდა გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მექსიკა აშშ-ს უთმობდა ტერიტორიებს, დღევანდელი კალიფორნიისა და ნიუ-მექსიკოს ნაწილის ჩათვლით. ტექსასის დათმობის სანაცვლოდაც შტატები მექსიკას 15 000 000 დოლარის გადახდას დაპირდა.

აშშ-ესპანეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ომის პერიოდში ამერიკა არ გამოსულა არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ულის გრანტმა 1870 წლებში განაცხადა, რომ არც სამხრეთი და არც ცენტრალური ამერიკა არ განიხილება ევროპის გავლენის ქვეშ. [12] გრანტმა მიიჩნია, რომ სანტო-დომინგო ანექსიით დაიცავდა აფრიკელ ამერიკელებს და გაათავისუფლებდა კუბელებს მონობისგან. თუმცა ეს მათ მოახერხეს 1898 წელს აშშ-ესპანეთის ომის დროს. სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად კი პუერტო რიკო, ფილიპინები და გუამი 20 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეისყიდეს. კუბა ამერიკის მმართველობის ქვეშ იყო 1902 წლამდე, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. [13] [14]

ოლნის ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო მდივანი რიჩარდ ოლნი ირწმუნებოდა, რომ ამერიკას აქვს უფლება იყოს შუამავალი კონფლიქტის დროს. მან გააართოვა მონროს დოქტრინის ცნება. მათ ბრიტანეთს შესთავაზეს საარბიტრაჟო პროცესი ვენესუელასთან დავის დროს მეცხრამეტე საუკუნის მიზურულს, რაზეც ევროპელები დათანხმდნენ ომის თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთის პრემიერმა და ელჩმა არასწორად გათვალეს ამერიკის მნიშვნელობა მოლაპარაკებაში. საბოლოოდ ბრიტანეთმა უკან დაიხია და დათანხმდა შეთანხმებას. [15]

კანადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადა მიიჩნევდა, რომ მონროს დოქტრინა აუცილებელია მისი ქვეყნის დაცვისთვის. კანადას შეერთებული შტატები დე ფაქტო უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფდა; პარალელურად, კანადასა და ბრიტანეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის გამო, კანადას შეეძლო დახმარებოდა ბრიტანეთს ევროპულ ომში, საკუთარი თავის დასაცავად. [16]

თეოდორ რუზველტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატები იყო ძლევამოსილი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში. მონროს დოქტრინა გამოიყენებოდა ლათინურ ამერიკაში აშშ – ს ინტერვენციების გრძელი სერიის გასამართლებლად. [1] ეს განსაკუთრებით ეხებოდა 1904 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა მოითხოვა შეეჩერებინა ევროპელი კრედიტორები, რომლებიც იმუქრებოდნენ შეიარაღებული ჩარევით ლათინური ამერიკის ქვეყნებში, დავალიანების შეგროვების მიზნით. რუზველტმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში თქვა, რომ მონროს დოქტრინის თანახმად მათ შესაძლოა მოუწიოთ გამოიყენონ საერთაშორისო საპოლიციო ძალა. რუზველტის ექსპანსიური ინტერპრეტაცია მალე გამოიყენეს ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, დომინიკის რესპუბლიკაში, ნიკარაგუაში, ჰაიტიში და კუბაში. [17]

„დიდი ჯოხი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუზველტს ეკუთვნის სიტყვები:

ვიკიციტატა
„ილაპარაკე რბილად და ატარე დიდი ჯოხი“

რუზველტისთვის „დიდი ჯოხი“ იყო ახალი ამერიკული საზღვაო ფლოტი. საზღვაო ფლოტი ლათინურ ამერიკაზე გავლენის მოსაპოვებლად ერთ-ერთი უმთავრესი იაღარი გახლდათ ამერიკელთა ხელში.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონროს დოქტრინის მოქმედება გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, როცა ამერიკელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთელ დასავლეთის ნახევარსფეროს დაცვას გარეშე მტრის შეჭრისგან. 1940 წლის ჩატარდა ეროვნული გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 81% უჭერს მხარს კანადის დაცვას; 75% მექსიკის და ცენტრალური ამერიკის; 69% სამხრეთ ამერიკის; დასავლეთის ინდოეთის 66%; და 59% კი გრენლანდიის. [18]

ცივი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბის რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოვლენამ გარდაქმნა კუბის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობებმა მოიმატა. მონროს დოქტრინის გამოყენება იგეგემებოდა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა საბჭოთა კავშირის მიერ კომუნიზმის გავრცელებითვის ლათინურ ამერიკაში. ამიტომაც მათ სამხედრო ძალების გამოყენება გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის დასაცავად. [19]

XXI საუკუნე და დოქტრინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ "დასრულდა მონროს დოქტრინის ერა". [20] ამით ფაქტობრივად უარყო 200 წლიანი გამოცდილება და ამერიკის საგარეო პოლიტიკა.

ტრამპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრამპის ადმინისტრაციას შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. კუბის წარმომადგენელებმა ჩამოაყალიბეს მოსაზრება, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მონროს დოქტრინა ძალაში მოიყვანა". [21]

2019 წლის 3 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ამერიკაში არის შემდეგი:

ვიკიციტატა
„ამ ადმინისტრაციაში, ჩვენ არ გვეშინია „მონროს დოქტრინის“ გამოყენების ... ამ დოქტრინის საშულებით ამერიკის პრეზიდენტებს, რეიგანის ჩათვლით, სურდათ სრულად დემოკრატიული ნახევარსფერო ჩამოეყალიბებინათ.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Theodore Roosevelt's Corollary to the Monroe Doctrine (1905)
  2. BY HISTORY.COM EDITORS, Monroe Doctrine, UPDATED:SEP 20, 2019 ORIGINAL:NOV 9, 2009, / April 16, 2020
  3. Charles Evan Hughes’s article, Monroe Doctrine, This article was most recently revised and updated by Amy Tikkanen, Corrections Manager, April 16, 202[მკვდარი ბმული]
  4. =The Monroe Doctrine (1823), A portion of President James Monroe's Seventh Annual Message to Congress,December 2, 1823[მკვდარი ბმული] ]
  5. What is the Monroe Doctrine?, Feb 12th 2019[მკვდარი ბმული]
  6. James Monroe, The Presidential biographies on WhiteHouse.gov are from “The Presidents of the United States of America,” by Frank Freidel and Hugh Sidey. Copyright 2006 by the White House Historical Association, April 18, 2020[მკვდარი ბმული]
  7. Bemis, Samuel Flagg. John Quincy Adams and the Foundations of American Foreign Policy (1949), the standard history of Monroe's foreign policy
  8. Fur-Seal Arbitration: Appendix to the Case of the United States Before the Tribunal of Arbitration to Convene at Paris
  9. The Monroe Doctrinewas aimed at Britain, by Nancy and Edward Spannaus, April 20, 2020[მკვდარი ბმული]
  10. Imperialism at sea, Hobson, Rolf, 2002, Brill Academic Publishers. CHAPTER ONE, Limits of land and sea power, p. 60
  11. The Last Moment of the Emperor Maximilian, Magazine of Art, National Museum of American History, April 16, 2020[მკვდარი ბმული]
  12. ULYSSES S. GRANT: FOREIGN AFFAIRS, By Joan Waugh, April 20, 2020[მკვდარი ბმული]
  13. The Spanish-American War 1895-1902: Conflict in the Caribbean and the Pacific (Modern Wars In Perspective), Joseph Smith, April 20, 2020
  14. Before Venezuela, US had long involvement in Latin America, By The Associated Press, January 25, 2019[მკვდარი ბმული]
  15. New York Times, THE LEGACY OF MONROE'S DOCTRINE, By Gaddis Smith, Sept. 9, 1984[მკვდარი ბმული]
  16. Dziuban, Stanley W. (1959). "Chapter 1, Chautauqua to Ogdensburg". Military Relations Between the United States and Canada, 1939–1945. Washington DC: Center of Military History, United States Army[მკვდარი ბმული]
  17. 44e. The Roosevelt Corollary and Latin America,
  18. Life. July 29, 1940
  19. The Monroe Doctrine, Cold War Anachronism: Cuba and the Dominican Republic Larman C. Wilson, The Journal of Politics, Vol. 28, No. 2 (May, 1966), pp. 322-346
  20. Johnson, Keith (November 18, 2013). "Kerry Makes It Official: 'Era of Monroe Doctrine Is Over'". Wall Street Journal
  21. United Nations. January 26, 2019. p. 12