შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა
United States House of Representatives
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატა
ხელმძღვანელები
სპიკერი მაიკ ჯონსონი, რესპუბლიკელი)
2023-დან
სტრუქტურა
წევრები 435
(118th) US House of Representatives.svg
პოლიტიკური ჯგუფები      რესპუბლიკური პარტია (219)
     დემოკრატიული პარტია (211)
     ვაკანტური (5)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 5 ნოემბერი, 2024
სხდომების ადგილი
G.W. Bush delivers State of the Union Address.jpg
წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი
საიტი
http://www.house.gov

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა (ინგლ. United States House of Representatives, ხშირად უბრალოდ House) — აშშ-ის კონგრესის ორი პალატიდან ერთ-ერთი. კონგრესის მეორე პალატაა აშშ-ის სენატი.

წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ-ის ყოველი შტატიდან აირჩევიან. თითოეული შტატისთვის წარმომადგენელთა რაოდენობა შტატის მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრება. 1929 წელს მიღებული აქტით დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო რაოდენობაა 435. წარმომადგენელთა პალატის არჩევნები იმართება ორ წელიწადში ერთხელ.

წარმომადგენელთა პალატას ხელმძღვანელობს სპიკერი, რომელიც წევრების მიერაა არჩეული.

ხშირად წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევა კონგრესის „ქვედა პალატად“, ხოლო სენატი „ზედა პალატად“. თუმცა აშშ-ის კონსტიტუცია მსგავს სიტყვებს არ იყენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]