ჯეიმზ კონოლი
ჯეიმზ კონოლი | |
---|---|
ირლ. Séamas Ó Conghaile ინგლ. James Connolly | |
დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 1868 |
დაბადების ადგილი | ედინბურგი, დიდი ბრიტანეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 12 მაისი, 1916 (47 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დუბლინი, დუბლინის საგრაფო, ლენსტერი, ირლანდია |
მოქალაქეობა | ბრიტანეთის იმპერია |
პარტია |
ირლანდიის სამოქალაქო არმია ირლანდიელი მოხალისეები ლეიბორისტული პარტია (ირლანდია) ირლანდიის სოციალისტური რესპუბლიკური პარტია ამერიკის სოციალისტური მუშაკთა პარტია ამერიკის სოციალისტური პარტია |
ძირითადი იდეები | მარქსიზმი, სოციალიზმი |
საქმიანობა | რევოლუციონერი და რესპუბლიკელი |
მამა | ჯონ კონოლი |
დედა | მერი მაკკინგი |
მეუღლე/ები | ლილი რეინოლდსი |
შვილ(ებ)ი | როდი კონოლი და ნორა კონოლ ო'ბრაიანი |
ჯეიმზ კონოლი(ირლ. Séamas Ó Conghaile;[1] დ. 5 ივნისი, 1868 – გ. 12 მაისი, 1916) – ირლანდიელი რესპუბლიკური და სოციალისტური პარტიების ლიდერი. მსოფლიო ინდუსტრიის მუშათა წევრი და ირლანდიური სოციალისტურ-რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელი. ჯეიმზ ლარკინთან ერთად მონაწილეობდა 1913 წლის დუბლინის გარღვევაში რის შედეგადაც იმავე წელს მათ დაარსეს ირლანდიური სამოქალაქო არმია (ICA). ეწინააღმდეგებოდა ბრიტანულ მმართველობას ირლანდიაში. ის იყო 1916 წელს აღდგომის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, როდესაც ICA ირლანდიერ მოხალისეებთან ერთად აიღეს დუბლინი და ექვსი დღის განმავლობაში შეძლეს მისი შენარჩუნება.
კონოლი დაიბადა შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში ირლანდიურ ოჯახში. მან სკოლა 11 წლის ასაკში მიატოვა და დაიწყო მუშაობა. ჯეიმზი გახდა მარქსიზმის ერთ-ერთი წამყვანი თეორეტიკოსი. აქტიურად მონაწილეობდა შოტლანდიისა და ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღდგომის აჯანყებაში წამყავნი როლის შესრულებისთვის ჯეიმზს ბრიტანულმა მთავრობამ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონოლი დაიბადა ქალაქ ედინბურგში 1868 წელს იმიგრანტ ირლანდიელთა ოჯახში. ის იყო ჯონ კონოლისა და მერი მაკგინის მესამე ვაჟიშვილი. მშობლები შოტლანდიიდან ირლანდიაში გადასახლდნენ, სადაც ირლანდიურ გეტოებში მოუწიათ ცხოვრება. ასეთ გეტოებში ათასობით ირლანდიელი ცხოვრობდა. ჯეიმზი მთელი ცხოვრების განმავლობაში ირლანდიური აქცენტით საუბრობდა.
ის დაიბადა წმინდა პატრიკის რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში, ედინბურგის ქოუგეითის რაიონში, რომელიც „პატარა ირლაინდიის“ სახელით იყო ცნობილი. მამა და პაპა მუშები იყვნენ. 10 წლის ასაკამდე განათლებას კათოლიკურ სკოლაში იღებდა. 11 წლისამ სწავლა მიატოვა და მუშად მუშაობდა. ვინაიდან ოჯახში ეკონომიკური გაჭირვება სუფევდა ის და მისი ძმა ჯონი ბრიტანულ არმიას შეუერთდნენ.
მას სიძულვილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა ბრიტანული არმიის მიმართ თანდათან ღრმავდებოდა. როდესაც გაიგო, რომ მისი პოლკი ინდოეთში გადაჰყავდათ ჯეიმზმა დატოვა არმია.
კონოლის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არ გაემგზავრა ინდოეთში იყო ახალგაზრდა ქალი ლილი რეინოლდსი. როდესაც ჯეიმზმა დატოვა არმია ლილისთან ერთად შოტლანდიაში გადავიდა და 1890 წელს იქორწინა მასზე. ისინი ედინბურგში დასახლდნენ. იქ ჯეიმზი ჩაერთო შოტლანდიის სოციალისტური ფედერაციის საქმიანობაში, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახის სარჩენად მას რაიმე გზა უნდა გამოენახა.
მან დროებით გახსნა კობლერის მაღაზია, რომელმაც რამდენიმე თვეში განიცადა მარცხი, რადგან მისი როგორც ფეხსაცმლის შემკეთებლის უნარები არასაკმარისი იყო. ამავე დროს ის აქტიურად იყო ჩართული სოციალისტურ მოძრაობაში.
აღდგომის აჯანყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონოლი ირლანდიელი მოხალისეების ხელმძღვანელებისგან ყოველთვის შორს იჭერდა თავს. ის ამტკიცებდა, რომ ისინი ბურჟუაზიასთან მეტად ახლოს იყვნენ და არ ზრუნავდნენ ირლანდიის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. 1916 წელს ფიქრობდნენ რომ ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ არ წავიდოდნენ, მაგრამ თუ ეს აუცილებელი გახდებოდა ICA მზად იყო მასთან დასაპირისპირებლად. იმავე წელს ამ განცხადებამ ირლანდიის რესპუბლიკის საძმოს წევრები საომრად განაწყო, ისინი დიდი ხანია ემზადებოდნენ და გეგმავდნენ აჯანყებას. IRB -ის ლიდერებმა, მათ შორის თომას კლარკმა და პატრიკ პირსმა, გადაწყვიტეს გასაუბრებოდნენ კონოლის რათა თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი საფრთხეები. შეხვედრის დროს IRB -იმ და ICA -მ გადაწყვიტეს ერთად ემოქმედათ აღდგომის კვირის დროს.
1916 წლის 24 აპრილს აღდგომის აჯანყებისას კონოლი მეთაურობდა დუბლინის ბრიგადას. ვინაიდან აჯანყებაში დუბლინის ბრიგადას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა კონოლი ფაქტობრივად დე ფაქტო მეთაურად ითვლებოდა. აღდგომის აჯანყებაში კონოლი ყველაზე უშიშარ, შეუცვლელ მეთაურად აღიარეს. მაიკლ კოლინსი ამბობდა, რომ „კონოლს ჯოჯოხეთშიც კი გაჰყვებოდა“.[2]
როდესაც აჯანყება ჩაახშეს კონოლმა მიმართა სხვა პატიმრებს შემდეგი სიტყვებით: „არ შეშინდეთ. მხოლოდ ჩვენ, რომლებმაც პროკლამაციას მოვაწერეთ ხელი დაგვხვრეტენ, დანარჩენებს კი გაგათავისუფლებენ.“
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონოლი აღდოგმის აჯანყების დროს შეტაკებაში დაიჭრა. 1916 წლის 12 მაისს სამხედრო სასწრაფომ გადაიყვანა კილმაინჰემის სამეფო საავადმყოფოში, საიდანაც ციხეში გადაიყვანეს დასახვრეტად. როდესაც მეუღლე ესტუმრა ჰკითხა მას საზოგადოების აზრის შესახებ, კონოლმა კი უპასუხა: „ისინი დაივიწყებენ, რომ მე ირლანდიელი ვარ“.[3]
კონოლი ისე მძიმედ დაიჭრა შეტაკებაში (ექიმმა თქვა, რომ მას მხოლოდ ორი დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, მიუხედავად ამისა დახვრეტა მაინც მიუსაჯეს), რომ ფეხზე ვერ დგებოდა. ის ციხეში გადაიყვანეს. დახვრეტამდე განაცხადა: „მე ვილოცებ მათთვის, ვინც ასრულებს თავის ვალდებულებებს საკუთარი „ცხოვრების სინათლის“ მიხედვით“. სკამზე დამჯდარი გამოუტანეს განაჩენი.
ჯეიმზ კონოლი აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მუშათა აქტივისტად არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის იყო მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასევე ირლანდიური ლეიბორისტული პარტიის დამაარსებელი. მისმა ბევრმა იდეამ იქონია გავლენა ჯონ მაკლინზე, რომელმაც დააარსა შოტლანდიის მუშათა რესპუბლიკური პარტია.
ჯეიმზ კონოლის პატივსაცემად დუბლინში და ჩიკაგოში დადგეს მისი ქანდაკება, ასევე ქალაქ ნიუ-იორკში განათავსეს მისი ბიუსტი.
2002 წელს BBC -მ გამოაქვეყნა 100 ყველაზე გამორჩეული ბრიტანელის სია, რომელიც ხალხთა ხმის მიცემის საფუძველზე შეადგინეს, ჯეიმზ კონოლიმ კი 64-ე ადგილი დაიკავა.
1968 წელს ირლანდიურმა ჯგუფმა The Wolfe Tones გამოუშვეს სიმღერა სახელწოდებით „ჯეიმზ კონოლი“, რომელმაც ჩარტებში მე-15 ადგილი დაიკავა.[4]
მისი სახელობისაა ბევრი ქუჩა ირლანდიაში.
„ხვალვე რომ განდევნოთ ინგლისის არმია და დუბლინის სასახლის თავზე მწვანე დროშა ააფრიალოთ, ყველაფერი ფუჭი იქნება მანამ სანამ არ შექმნით სოციალისტურ რესპუბლიკას. ინგლისი კვალავაც გააგრძელებს ირლანდიის მართვას. ისინი გააგრძელებენ მართვას თავიანთი კაპიტალისტების, ლორდების ფინანსისტების, ინდუსტრიული ინსტიტუტების საშუალებით. მათ ესენი დიდი ხანია დანერგეს ჩვენს ქვეყანაში და მორწყეს ჩვენი დედების ცრემლებით, მორწყეს ჩვენი თანამემამულეების სისხლით.“[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Allen, Kieran. 1990. The Politics of James Connolly, London: Pluto Press ISBN 0-7453-0473-7
- Anderson, W.K. 1994. James Connolly and the Irish Left. Dublin: Irish Academic Press. ISBN 0-7165-2522-4.
- Collins, Lorcan. 2012. James Connolly. Dublin: O'Brien Press. ISBN 1-8471-7160-5.
- Fox, R.M. 1943. The History of the Irish Citizen Army. Dublin: James Duffy & Co.
- Fox, R.M. 1946. James Connolly: the forerunner. Tralee: The Kerryman.
- Kostick, Conor & Collins, Lorcan. 2000. The Easter Rising. Dublin: O'Brien Press ISBN 0-86278-638-X
- Lloyd, David. Rethinking national Marxism. James Connolly and ‘Celtic Communism’ Interventions: International Journal of Postcolonial Studies, 5:3, 345-370.
- Lynch, David. 2006. Radical Politics in Modern Ireland: A History of the Irish Socialist Republican Party (ISRP) 1896- 1904. Dublin: Irish Academic Press. ISBN 0-7165-3356-1.
- Ransom, Bernard. 1980. Connolly's Marxism, London: Pluto Press. ISBN 0-86104-308-1.
- Strauss, Eric. 1973. Irish Nationalism and British Democracy, Westport CT: Greenwood. ISBN 0-8371-8046-5
- Thompson, Spurgeon. "Gramsci and James Connolly: Anticolonial intersections", Interventions: International Journal of Postcolonial Studies, 5:3, 371-381
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- James Connolly Internet Archive
- The Real Ideas of James Connolly
- James Connolly's grave, Arbour Hill დაარქივებული 2018-05-23 საიტზე Wayback Machine. , Irish Graves website
- IWW's Memorial Page for James Connolly დაარქივებული 2011-08-05 საიტზე Wayback Machine.
- 1916 Walking Tour Site
- "The Relevance Of James Connolly in Ireland Today" დაარქივებული 2002-08-09 საიტზე Wayback Machine. by George Gilmore
- "James Connolly & Irish Freedom: A Marxist Analysis" დაარქივებული 2006-11-28 საიტზე Wayback Machine. by G. Schuller
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ó Cathasaigh, Aindrias. 1996. An Modh Conghaileach: Cuid sóisialachais Shéamais Uí Chonghaile. Dublin: Coiscéim, passim
- ↑ Michael Collins: The Man Who Made Ireland: Tim Pat Coogan ISBN 9780312295110 / 0312295111
- ↑ MacLochlainn, Piaras F. (1990). Last Words. OPW, გვ. 193.
- ↑ Search the Charts. Irish Recorded Music Association. ციტირების თარიღი: 26 February 2015.
- ↑ Socialism and Nationalism