საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2014: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ მომხმარებელმა David1010 გვერდი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2014)“ გადაიტანა გვერდზე „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2014“ |
|
(განსხვავება არ არის)
|
07:15, 9 იანვარი 2020-ის ვერსია
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2014) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2014 წლის 15 ივნისს, მეორე ტური გაიმართა 28 ივნისს.
წინაპირობები
ამ არჩევნებს წინ უსწრებდა საპარლამენტო (2012) და საპრეზიდენტო (2013) არჩევნები, რომლებშიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. არჩევნები გაიმართა საქართველოს 71 მუნიციპალიტეტში. მერები და გამგებლები აირჩიეს პირდაპირი წესით 50%-იანი ბარიერით.
საარჩევნო სუბიექტები
- №1 – საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - (თავისუფალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები)
- №2 – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;
- №3 – ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია; (დემოკრატიული მოძრაობა, ქდმ და ქართული დასი)
- №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- №6 – გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია;
- №7 – უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე;
- №8 – დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
- №9 – საარჩევნო ბლოკი თვითმმართველობა ხალხს;
- №10 – ხალხის პარტია;
- №11 – ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები;
- №12 – ჩვენი საქართველო;
- №13 – მომავალი საქართველო;
- №14 – ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია;
- №15 – სახალხო მოძრაობა;
- №16 – ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები);
- №17 – ერთიანობის დარბაზი;
- №18 – სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა;
- №19 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა
- №20 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
- №26 – სახალხო პარტია;
- №30 – მერაბ კოსტავას საზოგადოება;
- №36 – საქართველოს მშრომელთა საბჭო;
- №41 – საარჩევნო ბლოკი - ქართული ოცნება;
შედეგები
არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44%. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ მიიღო ხმათა 46.13%,ნიკა მელიამ „ენმ-დან“ — 27.91%. მეორე ტურში გაიმარჯვა ნარმანიამ. ყველა მერისა და გამგებლის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოლქში საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. ყველა ადგილობრივ საკრებულოში ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა 50,8%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22,4%, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 10% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 4.72%.
რესურსები ინტერნეტში
|