საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
საჯავახო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჯავახო |
კოორდინატები | 42°06′15″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. / 42.10417° ჩ. გ. 42.30000° ა. გ. |
ადრეული სახელები | ორპირი, ბარსაჯავახო |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 658[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საჯავახო — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სოფელში არის სილის კარიერი. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მოქმედებს საბავშვო ბაღი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: ღვთისმშობლის შობის ეკლესია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ორპირი. ასევე მოიხსენიებოდა ბარსაჯავახოს ან ბარის სახელით. სახელწოდება საჯავახო სოფელს შემორჩა საჯავახოს მხარიდან გამომდინარე, რომელშიც შედიოდა ეს სოფელი.
1897 წელს სოფელ ჩოხატაურთან დაკავშირებული იყო რეგულარული სატრანსპორტო (ეტლებით) მიმოსვლით.[2]
1924 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საჯავახოში მიმდინარეობდა ბრძოლა ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს და ხელისუფლების ძალებს შორის. ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავის რაზმი 3 დღის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ხელისუფლების ძალებს.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 868 | 412 | 456 |
2014[1] | 658 | 322 | 336 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 123-127
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სოფლის ვითარება // კვალი : გაზეთი, 1897, № 39, გვ. 3-5.
- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 179-187.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|