შინაარსზე გადასვლა

რეკონკისტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეკონკისტა (ესპ. Reconquista დაბრუნება) — დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი პირენეის ნახევარკუნძულზე, რომლებიც დაკავებული ჰქონდა მავრების სამეფოს. ასევე ფართო მნიშვნელობით, მუსლიმებისა და იუდეველების ძალდატანებითი მონათვლა. მონათლულ მავრებს ერქვათ "მორისკები" და მონათლულ იუდეველებს "მარანები". ინკვიზიციას კი ევალებოდა თვალყური ედევნებინათ, რომ მონათლულებს ისევ თვიანთ ძველ კულტებზე არ ელოცათ. მონათლული მორისკები და მარანები (გარდა იმისა რომ მათი დიდი ნაწილი დაწვეს კოცონზე) ესპანეთში გაითქვიფნენ უკვალოდ. პორტუგალიაში მონათლული ებრაელების მემკვიდრეები იყვნენ კათოლიკეები და ამასთანავე მათ შეინარჩუნეს თავისი თვითმყოფადობა. თანამედროვე ეპოქაში ეს არის ხალხი რომლებიც ეკუთვნიან მოსახლეობის შეძლებულ ფენას და ცხოვრობენ ქალაქ პორტუს რაიონში. ამჟამად მათი განსხვავება ადგილობრივი მოსახლეობისაგან შესაძლებელი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გვარებით.

იბერიის ნახევარკუნძულის ტერიტორიული დაყოფა დაახლოებით 1031 წ.‎

რეკონკისტა დაიწყო კოვადონგის რაიონში ახლანდელ ასტურიაში, მავრების დამარცხებით და ასტურიის სამეფოს შექმნით. რეკონკისტის ცენტრი გახდა ნავარა, შემდეგ ტერიტორია პირენეებსა და მდინარე ებროს შორის. იგი დაიწყო პელაიომ 722 წელს. რეკონკისტა მიმდინარეობდა გარდამავალი წარმატებებით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ქრისტიანი მეფეები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან და ვასალებთან.

1035 წლიდან დამოუკიდებლობა მოიპოვეს კასტილიისა და არაგონის სამეფოებმა რეკონკისტამ ხელი შეუწყო ამ სახელმწიფოების ცენტრალიზაციის გაძლიერებასა და ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას. 1037 წელს (საბოლოოდ 1230 წელს) ლეონი და კასტილია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ. 1031 წელს კორდოვის სახალიფოს დაშლით რეკონკისტის გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. 1085 წელს კასტილიელთა მიერ ტოლედოს აღების შემდეგ ტოლედო ლეონ-კასტილიის სამეფოს დედაქალაქი გახდა. 1094 წელს როდრიგო დიას დე ბივარის ჯარმა ვალენსია აიღო. არაბთა დასახმარებლად ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსულმა ალმორავიდებმა 1086 წელს სალაკასთან ბრძოლაში გაიმარჯვეს, რეკონკისტა შეაჩერეს, ვალენსია დაიბრუნეს და მუსლიმანურ ესპანეთში გაბატონდნენ. მიუხედავად ამისა 1118 წელს არაგონმა მავრებს სარაგოსა წაართვა. XII საუკუნის შუა წლებში ალმორავიდების ადგილი ალმოჰადებმა დაიკავეს, მაგრამ 1212 წელს კასტილიის, არაგონისა და ნავარის გაერთიანებულმა ძალებმა ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლაში დაამარცხეს ალმოჰადები, რამაც უზრუნველყო რეკონკისტის წარმატება. დასავლეთით პორტუგალია (1095 წლიდან საგრაფო, 1139 წლიდან სამეფო) იბრძოდა. 1236 წელს კასტილიელებმა აიღეს კორდოვა, 1248 წელს – სევილია, 1229-1235 წწ. არაგონმა ბალეარის კუნძულები წაართვა მავრებს, 1238 წელს – ვალენსია. 1249-1250 წწ. პორტუგალიელებმა ალგარვის ტერიტორია გაათავისუფლეს, 1492 წელს აიღეს მავრების უკანასკნელი დასაყრდენი გრანადის საამირო.

ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, მავრების წინააღმდეგ ბრძოლა აღიქმებოდა როგორც ბრძოლა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. რაინდთა ორდენები ასევე ტამპლიერების ორდენი შეიქმნა იმისათვის რომ ებრძოლათ მავრების წინააღმდეგ, რომის პაპებიც მოუწოდებდნენ რაინდებს იბერიის ნახევარკუნძულზე ბრძოლისთვის. არსებობს არაბული ლიტერატურა რომელიც აგვიწერს არაბი მოსახლეობის განდევნას ნახევარკუნძულიდან, რომელსაც ისინი თავის სამშობლოდ თვლიდნენ. ამჟამად მუსულმანური ექსტრემიზმის წიაღში (განსაკუთრებით არაბულის, ოსამა ბინ ლადენი) ჩამოყალიბდა იდეა, რომ ქრისტიანების მიერ დაპყრობილი მუსულმანური მიწები (მათ შორის პირენეის ნახევარკუნძული, რომელიც „ოკუპირებული“ აქვს ქრისტიანებს), უნდა დააბრუნონ მუსულმანურ სამყაროში.

ეთნო-სოციალური ჯგუფები რეკონკისტის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მავრები - რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: არაბები რომლებიც შეადგენდნენ მავრების 1-3 % და წარმოადგენდნენ პრივილეგირებულ ფენას. ბერბერები – დაქირავებული ჯარისკაცები და წვრილი ჩინოვნიკები მუსულმანურ სახელმწიფო აპარატში, რომლებიც ლაპარაკობდნენ ბერბერულ ენაზე და არაბულ ენას იყენებდნენ მხოლოდ ოფიციალურ წრეებში (5-10 %).
  • მუვალიდები - ქრისტიანი რომაული წარმოშობის ხალხი, რომლებიც მთლიანად გაითქვიფნენ მუსლიმებში (5 %).
  • მუდეხარები - მუსლიმი გლეხები და ხელოსნები რომლებიც დარჩნენ ქრისტიანების დაპყრობილ მიწებზე.
  • რენეგატები - ყოფილი ქრისტიანები, რომლებმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიიღეს ისლამი და იბრძოდნენ მათ მხარეს.
  • მორისკები - მუსლიმი გლეხები და ხელოსნები, რომლებიც თვითნებურად ან ძალდატანებით მიიღეს ქრისტიანობა ქრისტიანების მიერ კონტროლირებად მიწებზე.
  • შეფარდები - რომაულენოვანი ებრაელები პირენეის ნახებვარკუნძულიდან
  • მარანები - გაქრისტიანებული ებრაელები
  • მოსარაბები – რომაულენოვანი ევროპული წარმოშობის ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მუსლიმების მიერ კონტროლირებად მიწებზე.
  • ქრისტიანები - რომაულენოვანი ევროპელი კათოლიკეები, რომლებიც დომინირებდნენ ქვეყნის ჩრდილოეთით.
  • ნამდვილი ქრისტიანები, რომელთაც ჰყავდათ 5 წინა თაობა ქრისტიანი.

გადატანითი მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, სიტყვა რეკონკისტას მიეცა სხვაგვარი მნიშვნელობა.

სიტყვა რეკონკისტას მნიშვნელობა ხშირად გამოიყენება ამერიკის ულტრამემარჯვენეებისა და კონსერვატიულ წრეებში დემოგრაფიული სიტუაციის აღწერისათვის, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც უკანასკნელი ათწლეულში მექსიკელთა და ლათინო ამერიკელთა უკონტროლო მიგრაციის შედეგად ისინი კვლავ გახდნენ მოსახლეობის უმრავლესობა. სამხრეთ-დასავლეთის ტერიოტორია 1848 წლის ომამდე (მექსიკა-ამერიკის ომი) ითვლებოდა მექსიკურ ტერიტორიად, სადაც ცხოვრობდა მცირერიცხოვანი (50 000) მაგრამ ესპანურენოვანი მოსახლეობა. მექსიკის დამარცხებამ ომში გამოიწვია ამ ტერიტორიაზე თეთრი ინგლისურენოვანი მოსახლეობის ჩამოსვლა, რომლებიც ჭარბობდნენ რეგიონში 1970-იან წლებამდე. მაგრამ დასთმეს თავისი პოზიციები უკანასკნელ წლებში.

სიტყვა რეკონკისტას მნიშვნელობა ხშირად გამოიყენება ასევე ინგლისურ და ფრანგულენოვან პუბლიკაციებში ამერიკასა და კანადაში, რომლებიც აღწერენ დემოლინგვისტურ სიტუაციის განვითარებას თანამედროვე პროვინცია კვებეკში, განსაკუთრებით პროვინციის მთავარ მეგაპოლისში, ოდესღაც ქვეყნის უდიდეს ქალაქში (ახლა მეორე ტორონტოს შემდეგ) – მონრეალში. თანამედროვე კვებეკისა და მონრეალის ტერიტორია 1759 წლამდე (ახალი საფრანგეთი) წარმოადგენდა ფრანგულ ტერიტორიას მცირერიცხოვანი (60 000) მაგრამ ფრანგულენოვანი მოახლეობით. საფრანგეთის დამარცხებამ დიდ ბრიტანეთთან მიგვიყვანა იქამდე, რომ მონრეალში ჩამოვიდა ინგლისურენოვანი მოსახლეობა, რომლებიც ჭარბობდნენ 1930-იანი წწ. ბოლომდე, მაგრამ განსაკუთრებით დასთმეს პოზიციები ბოლო წლებში, რაც იყო დაკავშირებული კვებეკური ნაციონალიზმის განვითარებასთან და ისეთი კანონების მიღებასთან როგორიცაა ფრანგული ენის ქარტია, რომელმაც აღადგინეს მონრეალის ფრანგული იერსახე. ინგლისურენოვანი მოსახლეობა 2006 წლის მონაცემებით შეადგენს ქალაქის მოსახლეობოის 12,5 % და პროვინციის მოსახლეობის 8.2 %-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]