მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურბიის ბრძოლა — გაიმართა 791 წელს ასტურიის სამეფოს ძალებსა და კორდოვის საამიროს ძალებს შორის. ასტურიის ჯარს მეთაურობდა მეფე ბერმუდო I, ხოლო კორდოვის საამიროს ძალებს იუსუფ იბნ ბაჯი. ბრძოლის მიზეზი გახდა ჰიშამ I-ის მიერ ქრისტიანების წინააღმდეგ აჯანყებული გაზების მხარდაჭერა პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში. ბრძოლა გაიმართა მდინარე ბურბიის სანაპიროზე თანამედროვე ვილიაფრანკა-დელ-ბიერსოს მახლობლად. ბრძოლა დასრულდა ასტურიის სამეფოს ძალების დამარცხებით.
ბრძოლაში დამარცხებამ გამოიწვია მეფე ბერმუდო I-ის გადადგომა ალფონსო II-ის სასარგებლოდ, რომელიც იყო ასტურიის ყოფილი მეფის ფრუელა I სასტიკის შვილი და ალფონსო I-ისა და პელაიოს შვილიშვილი. პირველი რაც მან გააკეთა იყო დედაქალაქის გადატანა პრავიიდან ძველ რომაულ კოლონია ოვიედოში.
ამ ბრძოლაში განცდილმა მარცხმა რეკონკისტა დიდი ხნით გადაწია.
|
---|
| ბრძოლები | |
---|
| პიროვნებები | |
---|
| ფეოდალური გაერთიანებები | |
---|
|