ლუტოსის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუტოსის ბრძოლა
რეკონკისტის ნაწილი

ბრძოლის ადგილი
თარიღი 794
მდებარეობა ასტურია, ესპანეთი
შედეგი ასტურიის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
ასტურიის სამეფო კორდოვის საამირო
მეთაურები
ალფონსო II აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი, †
აბდ ალ-ქარიმ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია 70 000

ლუტოსის ბრძოლა — გაიმართა 794 წელს ასტურიის სამეფოს ძალებსა და კორდოვის საამიროს ძალებს შორის. ასტურიის ძალებს მეთაურობდა მეფე ალფონსო II, ხოლო საამიროს ძალებს ძმები აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი და აბდ ალ-ქარიმ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი.

აბდ ალ-ქარიმმა იერიში მიიტანა ალავაზე, ხოლო მისმა ძმამ აბდ ალ-მალიქმა, ასტურიის სამეფოს ცენტრში, ოვიედოზე. მათ გაანადგურეს ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის ფრუელა I სასტიკის მიერ აგებული ეკლესია. უკან დაბრუნებისას მათ კამინო-რეალ-დელ-პუერტე-დე-ლა-მესას ხეობაში დახვდათ ასტურიის ძალები თვით მეფე ალფონსო II-ის მეთაურობით. ასტურიის ჯარი ჩაუსაფრდა მუსულმანთა ჯარს და ლუტოსის მახლობლად გამართული ბრძოლა დასრულდა ასტურიელების გამარჯვებით. მუსლიმთა არმიის უდიდესი ნაწილი განადგურდა. აბდ ალ-მალიქ იბნ აბდ ალ-ვალიდ იბნ მუღაითი დაიღუპა ბრძოლის ველზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]