შინაარსზე გადასვლა

ლეონის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონის სამეფო 1037 წელს

ლეონის სამეფო (ესპ. Reino de León) — ესპანური სამეფო პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში X–XIII საუკუნეებში. წარმოიშვა ალფონსო III-ის (მეფე 866–910 წწ.) მიერ ასტურიის სამეფოს გაყოფის შემდეგ. 924 წელს ლეონი, გალისია და ასტურია კვლავ გაერთიანდნენ და შეადგინეს სამეფო ლეონი (დედაქალაქი — ლეონი). X საუკუნის 50-იანი წლებიდან ლეონის სამეფო კონტრიბუციას უხდიდა კორდოვის სახალიფოს. ალფონსო V (994–1027 წწ.) აღადგინა ლეონის სამეფოს ძლიერება, 1037 წელს მდინარე კარიონის ნაპირას მომხდარ ბრძოლაში ლეონის მეფე ბერმუდო III დაიღუპა და ფერდინანდ I-მა (მეფე 1037–1065 წწ.) ლეონი და კასტილიის სამეფო გააერთიანა ლეონ-კასტილიის სამეფოდ (გაერთიანებული იყო 1157 წლამდე). საბოლოოდ ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდა 1230 წელს ფერდინანდ III-ის დროს.