იგერუელის ბრძოლა
| იგერუელის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| რეკონკისტის ნაწილი | |||
|
| |||
| თარიღი | 1 ივლისი, 1431 | ||
| მდებარეობა | ვეგა-დე-გრანადა, ესპანეთი | ||
| შედეგი | კასტილიის სამეფოს გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
|
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
იგერუელის ბრძოლა — უდიდესი ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. გაიმართა 1431 წლის 1 ივლისს მდინარე ხენილის ნაპირებზე სოფელ იგერუელის ახლოს, გრანადის საამიროს დედაქალაქ გრანადის მახლობლად. კასტილიელების ჯარს ხელმძღვანელობდა მეფე ხუან II და მხედართმთავარი ალვარო დე ლუნა, ხოლო მუსულმანებს გრანადის სულთანი - მუჰამედ IX (ნასრიდების დინასტია).
ბრძოლა რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბრძოლაში გამარჯვება ესპანელებს ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება. ხუან II-მ, როგორც გამარჯვებულმა, გრანადის საამიროს ტახტზე იუსუფ IV, მუჰამედ IX-ის შვილიშვილი დასვა. ამ ფაქტის გამო, 1431 წლიდან გრანადის საამირომ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა დაკარგა და ესპანეთის გვირგვინის მარიონეტად გადაიქცა, ხოლო მუსულმანური ქვეყნის უკანასკნელი ნარჩენები გრანადის ომის შედეგად განადგურდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Echevarria, Ana (1999). The Fortress of Faith: The Attitude Towards Muslims in Fifteenth Century Spain. Brill Academic Publishers. ISBN 90-04-11232-4
- Fernández, Luis Suárez (1989). Los Reyes Católicos: El tiempo de la Guerra de Granada. Ediciones Rialp. ISBN 84-321-2560-1
- Houtsma, Martijn Theodoor. E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913-1936. Vol. VI. BRILL, 1987. ISBN 90-04-09792-9