ალხესირასის ალყა (1278)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალხესირასის ალყა
რეკონკისტის ნაწილი
თარიღი 1278-1279
მდებარეობა ალხესირასი, გრანადის საამირო, ესპანეთი
შედეგი მაროკოელების გამარჯვება
მხარეები
Bandera de la Corona de Castilla.svg კასტილიის სამეფო
Emblema OrdendSantaMariadEspaña.svg სანტა მარია ესპანელის ორდენი
Flag of Morocco 1258 1659.svg მაროკოს სასულთნო
Standard of Grenade after Cresques Atlas s XIV.svg გრანადის საამირო
მეთაურები
Bandera de la Corona de Castilla.svg ალფონსო X
Bandera de la Corona de Castilla.svg სანჩო IV
Bandera de la Corona de Castilla.svg ალფონსო ფერნანდესი
Standard of Grenade after Cresques Atlas s XIV.svg აბუ იუსუფ იბნ აბდ ალ-ჰაქი
Standard of Grenade after Cresques Atlas s XIV.svg აბუ იაქუბ იუსუფ ალ-ნასრი

ალხესირასის ალყა — კასტილიის მეფე ალფონსო X-ის მიერ განხორციელებული წარუმატებელი კამპანია. ეს კამპანია იყო რეკონკისტის პერიოდში ქალაქ ალხესირასის წინააღმდეგ გამართული ალყებიდან პირველი. ალხესირაის ხელში ჩაგდება სტრატეგიულად სასარგებლო იყო, რადგანაც იბერიის ნახევარკუნძულზე ალხესირასი იყო იმ დროისთვის უდიდესი ციხესიმაგრე. კასტილიის ძლიერი ფლოტი გაემართა გიბრალტარის სრუტიდან ბლოკადის გაძლიერების მიზნით, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ალხესირასის საზღვაო ბრძოლაში ფლოტი აბუ იაქუბ იუსუფ ალ-ნასრმა გაანადგურა.

ალფონსო X იძულებული იყო 1279 წელს ხელი მოეწერა მარინიდებთან ზავზე[1]. ომის შემდეგ მაროკოს მეფემ იმ ადგილზე სადაც ალყის დროს კასტილიელები იყვნენ დაბანაკებულები, ააშენა ვილა-ნუევ-დე-ალხესირასის სასახლე, რათა მომავალში მტერს ეს ადგილი არ გამოეყენებინა ქალაქზე თავდასხმისათვის[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ortiz de la Vega, Manuel (1858). Anales de España. Imprenta Cervantes, გვ. 164. 
  2. Ortiz de Zúñiga, Diego (1795). Anales eclesiásticos y seculares de la muy noble y muy leal ciudad de Sevilla. Imprenta Real, გვ. 297.