შინაარსზე გადასვლა

ამერიკა-მექსიკის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მექსიკა-ამერიკის ომი)

ამერიკა-მექსიკის ომი — შეიარაღებული კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის 1846-1848 წლებში, რაც 1848 წელს აშშ-ის მიერ ტეხასის ანექსიით დამთავრდა, რომელსაც 1836 წლის ტეხასის რევოლუციის შემდეგ მექსიკა თავის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად თვლიდა.

ამ კონფლიქტს შტატებში მოიხსენიებენ როგორც „მექსიკურ ომს“ (Mexican War), ხოლო მექსიკაში — „ამერიკის ინტერვენციას მექსიკაში“ (invasión estadounidense de México).

აშშ-ის ამ ექსპანსიას ძირითადად წარმართავდა პრეზიდენტი პოლკი. ამ ომის შედეგად მექსიკის მნიშვნელოვანი ტეროტორიები: ზემო კალიფორნია, სანტა-ფე-დე-ნიუ-მექსიკო იდალგოს ხელშეკრულებით აშშ-ს გადაეცა. ამასთან, მექსიკა დათანხმდა ტეხასის დაკარგვასაც და სახელმწიფო საზღვრის მდინარე რიო-გრანდეზე გატარებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]