ბარსელონის საგრაფო
ბარსელონის საგრაფო (ფრანგ. Comté de Barcelone, ესპ. Condado de Barcelona, კატ. Comtat de Barcelona) — საგრაფო მდებარეობდა თანამედროვე კატალონიის ტერიტორიაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარსელონის საგრაფოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია V საუკუნიდან ვესტგუთთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნის დამდეგს არაბებმა (მავრებმა) დაიკავეს. ხოლო მას მერე, რაც იბერიის ნახევარკუნძული სრულიად მუსლიმურ მმართველობაში მოექცა, ამ ტერიტორიას სამხედრო გარნიზონთა დახმარებით განაგებდნენ. გარნიზონები კი ჟერონაში, ლერიდასა და თავად ბარსელონაში იყო განლაგებული. 778 წელს კარლოს დიდი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრა და დაეპატრონა, რაშიც ადგილობრივმა მთიულმა მოსახლეობამ გაუწია დახმარება, თუმცა 781 წელს ეს ტერიტორია ისევ არაბების ხელში გადავიდა. ბრძოლას როლანდი შეეწირა, რომლის სახელმაც სიმღერებში ჰპოვა ასახვა. 785 წელს ფრანკებმა ჟერონა აიღეს, ხოლო 801 წელს ტულუზის გრაფმა გილიომ ჟელონელმა დაიკავა საგრაფო. 811 წლისთვის არაბებისგან გათავისუფლებული ბარსელობა ესპანური მარკა გახდა, რომელიც კაროლინგების დინასტიაზე დამოკიდებული საგრაფოებისგან შედგებოდა. მარკისა და საგრაფოს დედაქალაქად ბარსელონა გამოცხადდა.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ramos, Luis G-G (2002). Las Invasiones Barbaras en Hispania y la Creacion del Reino Visigodo. Barcelona: Ariel. გვ. 3-30. ISBN 978-84-344-6668-5.
- Rivero, Isabel (1982). Compendio de historia medieval española. მადრიდი: Akal. გვ. 148-150. ISBN 84-7090-125-7.
- Enciclopedia de Historia de España, ტომი 4, გვ. 123.