მალაგის ალყა (1487)
მალაგის ალყა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||||||
მალაგის ციხესიმაგრე აგებულია XI საუკუნეში ჰამუდიდების დინასტიის მიერ | |||||||
| |||||||
მხარეები | |||||||
![]() ![]() |
![]() | ||||||
მეთაურები | |||||||
![]() ![]() |
![]() | ||||||
ძალები | |||||||
უცნობია | უცნობია | ||||||
დანაკარგები | |||||||
უცნობია | უცნობია |
მალაგის ალყა — კათოლიკე მეფეების, ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ I კასტილიელის ერთობლივი მოქმედება მუსლიმების წინააღმდეგ. ალყა გაგრძელდა 7 მაისიდან 18 აგვისტომდე. ეს იყო პირველი ბრძოლა, რომლის დროსაც დაჭრილები ბრძოლის ველიდან გამოჰყავდათ ისაბელ I კასტილიელის მიერ ჩამოყალიბებული სასწრაფო დახმარების საშუალებით[1].
წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქის წარმომადგენლებმა მალაგა ფერდინანდს გადასცეს. ქალაქი ჩაბარდა 1487 წლის 13 აგვისტოს. მალაგის ციხესიმაგრე კი 18 აგვისტოს. ციხესიმაგრის გარნიზონის მეთაური ალი დორდუქსი, იმ პირობით ჩაბარდა, რომ იგი და მისი ახლობელი 25 ოჯახი დარჩებოდა ხელუხლებელი და ისინი იქნებოდნენ მუდეხარები.
მალაგის აღება იყო ნასრიდების დინასტიისათვის უდიდესი დარტყმა. ფერდინანდ II არაგონელმა მკაცრი ზომები გაატარა მალაგის მავრი მმართველების წინააღმდეგ ხანგრძლივი წინააღმდეგობის პასუხად. მათი უდიდესი ნაწილი გადაასახლა, დაიმონა ან დახოცა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Gabriel y Ruíz de Apodaca, Fernando (1870). Historia de los reyes católicos C. Fernando y Doña Isabel. Impr. que fué de J. M. Geofrin. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- Del Pulgar, Hernando (1780). Crónica de los Señores Reyes Católicos Don Fernando y Doña Isabel de Castilla y de Aragón. Imprenta de Benito Monfort.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Kuehl, Alexander E. (2002-09-01). Prehospital Systems and Medical Oversight. Kendall Hunt, გვ. 81. ISBN 978-0-7872-7071-1. ციტირების თარიღი: 2013-02-22.