ჟიულ ბორდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიულ ბორდე
ფრანგ. Jules Jean-Baptiste Vincent Bordet
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1870(1870-06-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი Soignies
გარდ. თარიღი 6 აპრილი, 1961(1961-04-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] (90 წლის)
გარდ. ადგილი ბრიუსელი
დასაფლავებულია იქსელის სასაფლაო
მოქალაქეობა  ბელგია
საქმიანობა ბიოლოგი, იმუნოლოგი, ექიმი, პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და dermatologist[13]
მუშაობის ადგილი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
ნათესავ(ებ)ი Octave Gengou
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[14] [15] , honorary doctorate of the University of Montpellier, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლავალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[16] , კრუნის სახელობის პრემია, ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] , Honorary doctorate from the University of Cairo და Cameron Prize of the University of Edinburgh

ჟიულ-ჟან-ბაპტისტ-ვინსენტ ბორდე (ფრანგ. Jules-Jean-Baptiste-Vincent Bordet; დ. 13 ივნისი, 1870, სუანი, ბელგია, — გ. 6 აპრილი, 1961, ბრიუსელი) — ბელგიელი მიკრობიოლოგი და იმუნოლოგი. 1919 წელს იმუნოლოგიაში გაკეთებული აღმოჩენებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიულ ბორდე დაიბადა ბელგიის ქალაქ სუანში 1870 წელს. 1892 წელს დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი. 1894–1901 წლებში ის მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. აქ მან რამდენიმე წელი დაჰყო ილია მეჩნიკოვის ლაბორატორიაში. 1900 წელს დაბრუნდა ბელგიაში და სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ პასტერის ინსტიტუტს ბრიუსელში. 1907-1935 წლებში ასევე ხელმძღვანელობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის კათედრას; 1935 წლიდან იქვე იყო საპატიო პროფესორი. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ბელგიის ოკუპაციის პერიოდში, ბორდემ პასტერის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა თავის შვილს, პოლს გადასცა, თავად კი საპატიო დირექტორი გახდა.

საფრანგეთში მუშაობის წლებში იკვლევდა ცოცხალ ორგანიზმებში ბაქტერიების გაუვნებელყოფის მექანიზმებს, ბიოლოგიურ სითხეებში იმუნურ რეაქციებს. 1895 წელს მან აღმოაჩინა სისხლის შრატის 2 კომპონენტი, რომელიც ბაქტერიული უჯრედის კედლის დაშლაზე (ბაქტერიოლიზზე) იყო პასუხისმგებელი: ბაქტერიის მიმართ იმუნიტეტის მქონე ცხოველის ორგანიზმში არსებული თერმომდგრადი ანტისხეული და ყველა ცხოველის სისხლში მოცირკულირე თერმომგრძნობიარე ნივთიერება, რომელსაც ბორდემ ალექსინი უწოდა, შემდეგ კი კომპლემენტის სახელი მიენიჭა. 1898 წელს ბორდემ დაადგინა, რომ ერთი სახეობის ცხოველის ორგანიზმში შეყვანილი განსხვავებული სახეობის წარმომადგენლის სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ნადგურდება ბაქტერიოლოზის მსგავსი მექანიზმით (ჰემოლიზი). ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სეროლოგიისა და იმუნოლოგიის განვითარებაში. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ ბორდემ იმუნური რეაქციების სხვადასხვა საკითხზე კვლევა თავის სიძესთან, ოქტავ ჟენგუსთან ერთად განაგრძო. 1900 წელს მათ აღმოაჩინეს კომპლემენტის ფიქსაციის რეაქცია, რასაც იყენებენ ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებათა სეროდიაგნოსტიკისათვის, ხოლო 1906 წელს — ყივანახველის გამომწვევი (Bordetella pertussis). ბორდემ ასევე აღწერა შრატოვანი სინჯი, რომელიც მის სახელს ატარებს. იმუნოლოგიის საკითხში კვლევებისთვის 1919 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

ჟიულ ბორდე იყო ბრიუსელის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საბჭოს მუდმივი წევრი, I საერთაშორისო მიკრობიოლოგიური კონგრესის პრეზიდენტი (პარიზი, 1930), ერთხანს ბელგიის ჰიგიენის პირველი საბჭოს, პარიზის პასტერის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და ბელგიის მედიცინის აკადემიის პრეზიდენტი, ბელგიისა და უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ფლობდა მსოფლიოს არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას. ნობელის პრემიის გარდა მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის, ბელგიის გვირგვინის ორდენი (1930), ლეოპოლდის ორდენი (1937), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვარი (1938) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cavaillon, Jean-Marc; Sansonetti, Philippe; Goldman, Michel (11 September 2019). „100th Anniversary of Jules Bordet's Nobel Prize: Tribute to a Founding Father of Immunology“. Frontiers in Immunology. 10. doi:10.3389/fimmu.2019.02114.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  5. 5.0 5.1 Dictionnaire des WallonsFédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules-Destrée.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante
  11. 11.0 11.1 Munzinger Personen
  12. 12.0 12.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
  13. Czech National Authority Database
  14. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1919Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'huiLaval University.
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 41.