ვიეტნამის ტურიზმი
ტურიზმი ვეიტნამის ეკონომიკის შემადგენელია. 2012 წელს ვიეტნამს 6.8 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 2000 წელთან შედარებით 4.7 მილიონით მეტი იყო. ყოველწლიური ზრდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დასრულებით იყო გამოწვეული. ვიეტნამის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის უმთავრესი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაა, რაც ქვეყანაში საერთაშორისო შემოსავლების შემოდინებას შეუწყობს ხელს.[1]
ტურიზმი და ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკანასკნელ წლებში ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა კულტურის, პლაჟების და ბუნების მოყვარულთათვის, ასევე ბექპეკერებისთვის, სამხედრო ჯარისკაცებისა და ვეტერანებისათვის. ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორები ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა ტურს სთავაზობენ, შედგენილია სასეირნო და საველოსიპედო ტურები, ტურები ფოტოგრაფიისთვის, კაიაკით მოგზაურობის ტურები და მულტიეროვნული ტურები, რომლებიც მეზობელ კამბოჯაში, ლაოსსა და ტაილანდში მოგზაურობასაც მოიცავს. უცხოელ ტურისტებს ვიეტნამში თავისუფლად მოგზაურობა 1997 წლიდან შეუძლიათ.
ვიეტნამის ეკონომიკა აგრარულიდან მომსახურების ეკონომიკად ტრანსფორმირდა. შიდა პროდუქტის მესამედზე მეტი მომსახურების სფეროზე მოდის, რომელიც განთავსების საშუალებებს, კვების ობიექტებსა და ტრანსპორტსაც მოიცავს. საწარმოო და სამშენებლო სექტორი ეკონომიკის 28%-ს შეადგენს, სასოფლო მეურნეობა და თევზჭერა 20%-ს, ხოლო სამთომომპოვებელი სექტორი - 10%-ს.[2]
2007 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% შეადგინა. მძიმე ინდუსტრიისა და ურბანული განვითარების შემდეგ უცხოელ ინვესტორთა დიდი ნაწილი ვიეტნამში ტურიზმზე კონცეტრირდა, განსაკუთრებით სასტუმროთა მშენებლობაზე.[3]
ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, ვიეტნამმა ახალი სლოგანი „ვიეტნამის უსასრულო ხიბლი“ შეიმუშავა.[4]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ვიეტნამი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით ვიეტნამმა სიაში 9 ადგილით მაღლა აინაცვლა.[5] 2017 წელს ვიეტნამს 7 943 600 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7 350 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 925.3$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 2 782 810 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 5.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 6.6%-ია.[6] ვიეტნამს საუკეთესო მაჩვენებლები კულტურული რესურსებისა და ბიზნეს მოგზაურობის (30-ე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (34-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (129-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (113-ე ადგილი) სვეტებში.[7]
ტურიზმის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო[8]
წელი | ტურისტთა რაოდენობა |
ცვლილება |
---|---|---|
ოქტ. 2018 | 12,821,647 | 22.4% [9] |
2017 | 12,922,151 | 29.1%[10] |
2016 | 10,012,735 | 26% |
2015 | 7,943,651 | 0.9% |
2014 | 7,874,312 | 4% |
2013 | 7,572,352 | 10.6% |
2012 | 6,847,678 | 10.8% |
2011 | 6,014,032 | 19.1% |
2010 | 5,049,855 | 34.8% |
2009 | 3,772,359 | −10.9% |
2008 | 4,253,740 | 0.6% |
2007 | 4,171,564 | 16% |
2006 | 3,583,486 | 3% |
2005 | 3,467,757 | 18.4% |
2004 | 2,927,876 | 20.5% |
2003 | 2,429,600 | −7.6% |
2002 | 2,628,200 | 12.8% |
2001 | 2,330,800 | 8.9% |
2000 | 2,140,100 | 20.0% |
1999 | 1,781,800 | 17.2% |
1998 | 1,520,100 | −11.4% |
1997 | 1,715,600 | 6.7% |
1996 | 1,607,200 | 18.9% |
1995 | 1,351,300 |
საერთაშორისო ტურისტთა სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი 29 სახელმწიფო ვიეტნამში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით: წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო.[11]
ადგილი | ქვეყანა | იანვ.-ოქტ./2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩინეთი (ჰონგ-კონგის გარეშე) | 4,180,756 | 4,008,253 | 2,696,848 | 1,780,918 | 1,947,236 | 1,907,794 | 1,428,693 | 1,416,804 |
2 | სამხრეთი კორეა | 2,867,380 | 2,415,245 | 1,543,883 | 1,112,978 | 847,958 | 748,727 | 700,917 | 536,408 |
3 | იაპონია | 683,955 | 798,119 | 740,592 | 671,379 | 647,956 | 604,050 | 576,386 | 481,519 |
4 | ტაივანი | 588,804 | 616,232 | 507,301 | 438,704 | 388,998 | 398,990 | 409,385 | 361,051 |
5 | აშშ | 576,493 | 614,117 | 552,644 | 491,249 | 443,776 | 432,228 | 443,826 | 439,872 |
6 | რუსეთი | 495,763 | 574,164 | 433,987 | 338,843 | 364,873 | 298,126 | 174,287 | 101,600 |
7 | მალაიზია | 422,483 | 480,456 | 407,574 | 346,584 | 332,994 | 339,510 | 299,041 | 233,132 |
8 | ავსტრალია | 328,255 | 370,438 | 320,678 | 303,721 | 321,089 | 319,636 | 289,844 | 289,762 |
9 | ტაილანდი | 269,404 | 301,587 | 266,984 | 214,645 | 246,874 | 268,968 | 225,866 | 181,820 |
10 | გაერთიანებული სამეფო | 248,046 | 283,537 | 254,841 | 212,798 | 202,256 | 184,663 | 170,346 | 156,300 |
11 | საფრანგეთი | 231,025 | 255,369 | 240,808 | 211,636 | 213,745 | 209,946 | 219,721 | 211,444 |
12 | სინგაპური | 223,709 | 277,658 | 257,041 | 236,547 | 202,436 | 195,760 | 196,225 | 172,500 |
13 | გერმანია | 171,557 | 199,872 | 176,015 | 149,079 | 142,345 | 97,673 | 106,068 | 45,000 |
14 | კამბოჯა | 171,089 | 222,614 | 211,949 | 227,074 | 404,159 | 342,347 | 331,939 | 423,440 |
15 | ფილიპინები | 122,187 | 133,543 | 110,967 | 99,757 | 103,403 | 100,501 | 99,192 | TBA |
16 | კანადა | 121,946 | 138,242 | 122,929 | 105,670 | 104,291 | 104,973 | 113,563 | TBA |
17 | ლაოსი | 104,634 | 141,588 | 137,004 | 113,992 | 136,636 | 122,873 | 150,678 | 118,500 |
18 | ინდონეზია | 73,265 | 81,065 | 69,653 | 62,240 | 68,628 | 70,390 | 60,857 | TBA |
19 | ნიდერლანდები | 64,861 | 72,277 | 64,712 | 52,967 | 49,120 | 47,413 | 45,862 | TBA |
20 | ესპანეთი | 64,842 | 69,528 | 57,957 | 44,932 | 40,716 | 33,183 | 31,305 | TBA |
21 | იტალია | 53,430 | 58,041 | 51,265 | 40,291 | 36,427 | 32,143 | 31,337 | TBA |
22 | ჰონგ-კონგი | 50,750 | 47,721 | 34,613 | TBA | 14,601 | 10,232 | 13,383 | TBA |
23 | ახალი ზელანდია | 43,456 | 49,115 | 42,588 | 31,960 | 33,120 | 30,957 | 26,621 | TBA |
24 | შვედეთი | 40,461 | 44,045 | 37,679 | 32,025 | 32,466 | 31,493 | 35,735 | TBA |
25 | დანია | 34,313 | 34,720 | 30,996 | 27,414 | 27,029 | 25,649 | 27,970 | TBA |
26 | შვეიცარია | 27,403 | 33,123 | 31,475 | 28,750 | 29,738 | 28,423 | 28,740 | TBA |
27 | ბელგია | 26,027 | 29,144 | 26,231 | 23,939 | 23,227 | 21,572 | 18,914 | TBA |
28 | ნორვეგია | 22,032 | 24,293 | 23,110 | 21,425 | 22,708 | 21,157 | 19,928 | TBA |
29 | ფინეთი | 19,032 | 18,236 | 15,953 | 15,043 | 13,831 | 14,660 | 16,204 | TBA |
ყველა | ჯამი | 12,821,647 | 12,922,151 | 10,012,735 | 7,943,651 | 7,874,312 | 7,572,352 | 6,847,678 | 6,014,032 |
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამის ეროვნული პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამში 31 ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელთაგან გამორჩეულია:
- ბაბეს ეროვნული პარკი — მტკნარი წყლის რესურსების დასაცავად 1938 წელს შექმნილი ეროვნული პარკი.[12]
- ბაიტის ეროვნული პარი — 2001 წელს დაარსებული ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთია შვიდი ვიეტნამური პარკიდან, რომელსაც როგორც სახმელეთო, ისე წყლის ზონები აქვს.
- კატბას ეროვნული პარკი — 1986 წელს დაარსებული პარკი ცნობილია კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი თეთრთავა ლანგურის (Trachypithecus poliocephalus) პოპულაციით.
- ტამდაოს ეროვნული პარკი — ჰანოიდან ჩრდილო-დასავლეთით 85 კმ-ის დაშორებით მდებარე თვალწარმტაცი ხედებით გამორჩეული ეროვნული პარკი, რომელიც 1996 წელს დაარსდა.[13]
- უმინიტჰიონგის ეროვნული პარკი — 2002 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: პარკში 243 სახეობის მცენარე ხარობს.[14] პარკის ტერიტორიაზე 32 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 187 სახეობის ფრინველი შეამჩიეს.[15] აქვე ბინადრობს 39 სახეობის ამფიბია და 34 სახეობის თევზი.
- იოკდონის ეროვნული პარკი — პარკი 1991 წელს დაარსდა და დაბლობის ტყეების ბიოლოგიურ სივრცეების 582კმ²-ის ტერიტორიის დასაცავად შეიქმნა. ეროვნული პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაცული ტერიტორიების უდიდესი კომპლექსის ნაწილია და კამბოჯის მონდულკირის დაცულ ტყეებს ესაზღვრება.[16]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის მდგომარეობით, ვიეტნამში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 8 ძეგლი მდებარეობს:
კულტურული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰუეს ძეგლების კომპლექსი — იმპერიული ქალაქი — ნგუენის დინასტიის იმპერიული დედაქალაქი. (იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1993 წელს შეიტანეს).
- ჰოი-ანის ძველი ქალაქი — ქალაქის ისტორიული რაიონი, ძველი ქალაქი XV-XIX საუკუნეების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სავაჭრო პორტის კარგად შემონახული მაგალითია. XVI-XVII საუკუნეებში ქალაქი ვიეტნამის სავაჭრო ცენტრი იყო. (1999)
- მი-სონი — ჩამპას სახელმწიფოს ტაძრების კომპლექსი. (1999)
- თანგ-ლონგის სამეფო ქალაქი — XI საუკუნეში აშენებული ციტადელი. (2010)
- ჰოს დინასტიის ციტადელი — ფენ შუის პრინცპიების მიხედვით XIV საუკუნეში აგებული ციტადელი. (2011)
ბუნებრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰა-ლონგის უბე — უბე 3000-ზე მეტი კუნძულის, გამოქვაბულებისა და კლეებისგან შედგება. (1994, 2000)
- ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკი — 2 კარსტული რეგიონის, 300 გამოქვაბულისა და გროტისა და კირქვის ტყის ეკოსისტემების დაცვის მიზნით შექმნილი პარკი. (2003, 2015).
შერეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრანგ ანის ლანდშაფტის კომპლექსი — წითელი მდინარის დელტის მახლობლად მდებარე ლანდშაფტი. (2014)
ეროვნული ტურისტული სივრცეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამში 21 ეროვნული ტურისტული სივრცეა, რომელთა შორის აღსანიშნავია:
- მუინე — სანაპირო სათევზაო ქალაქი ბინჰტჰუანის პროვინციაში.
- ფანტიეტი — სათევზაო და საწარმოო ქალაქი ვიეტნამის სანაპიროზე.
- კიმლიენი — ნამდანის რაიონში მდებარე დიდი სოფელი, სადაც ხო ში მინი დაიბადა.
ქალაქები და აეროპორტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის შემდეგ ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი TripAdvisor-ის მიერ მსოფლიოს ტურისტულ დანიშნულების ადგილთა შორის პირველ ათეულში მოიხსენიებს. 2014 წელს ჰანოი მე-8 ადგილზე იყო,[17] 2015 წელს - მე-4 ადგილზე,[18] ხოლო 2016 წელს მე-8 ადგილზე.[19]
საერთაშორისო ტურისტთა შორის ყველაზე პოპულარული საჰაერო ტრანსპორტის სახეობებია. 2013 წელს 7.6 მილიონი საერთაშორისო ტურისტიდან დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი საჰაერო ტრანსპორტით ჩავიდა ვიეტნამში. ტან შონ ნიატის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ხოშიმინს ემსახურება, ყველაზე მეტ ტურისტს იღებს. ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც ჰანოის ემსახურება, ფართობის მიხედვითა და თანამედროვე საერთაშორისო ტერმინალის გახსნის შემდეგ ტევადობითაც ყველაზე დიდი აეროპორტია. მთავარ აეროპორტებს შორისაა: და ნანგის საერთაშორისო აეროპორტი, კამ რანის საერთაშორისო აეროპორტი და კატ ბაის საერთაშორისო აეროპორტი.
სამხედრო ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიეტნამის ისტორიული და ტრადიციული სამხედრო ისტორიის გამო, ვიეტნამში სამხედრო ტურიზმიცაა განვითარებული.
ვიეტნამში ინდოჩინეთის პირველი ომისა და ინდოჩინეთის მეორე ომის არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს.გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების სამხედრო ძეგლები მდებარეობს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Vietnam country profile. Library of Congress Federal Research Division (December 2005). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
- ↑ http://vietnamtourism.gov.vn/english/index.php/items/4294
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 342.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.342.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.343.
- ↑ Tourism Statistics. Vietnam National Administration of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 26 January 2012.
- ↑ Tourism Statistics. ციტირების თარიღი: 2 January 2018.
- ↑ Tourism Statistics. Vietnam National Administration of Tourism. ციტირების თარიღი: 2 January 2018.
- ↑ International visitors to Viet Nam in December and 12 months of 2015. Vietnamtourism.gov.vn. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Ba Be National Park. ციტირების თარიღი: 25 April 2018.
- ↑ Vietnam: A Natural History, Eleanor Jane Sterling, Martha Maud Hurley, Le Duc Minh, Minh Duc Le, Joyce Powzyk, 2006, p.208, ISBN 0-300-10608-4
- ↑ U Minh Thuong national park. VietnamDiscovery. ციტირების თარიღი: 18 November 2015.
- ↑ Lan, Nguyen. U Minh Thuong National Park - the highest bird species richness among any sites visited. Vietnam Beauty. ციტირების თარიღი: 21 January 2013.
- ↑ WWF Cambodia office. WWF. ციტირების თარიღი: 2009-08-30.
- ↑ Life. (2014-04-08) TripAdvisor's Most Popular Travel Destinations. Business Insider. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ TripAdvisor's picks: World's top 25 destinations | CNN Travel. Cnn.com (2015-03-24). ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ TripAdvisor picks world's top 10 destinations - CNN.com | CNN Travel. CNN.com (2016-03-22). ციტირების თარიღი: 2017-06-28.