ხო ში მინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხო ში მინი

ხო ში მინი, ნამდვილი სახელი და გვარი ნგუენ ტატ თანი (ვიეტნამურად Hồ Chí Minh, დ. 19 მაისი, 1890, სოფ. კიმლიენი, ნგეანის პროვინცია - გ. 3 სექტემბერი, 1969, ჰანოი) — ვიეტნამის კომუნისტი მოღვაწე, ვიეტნამის აგვისტოს რევოლუციის ხელმძღვანელი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1946-1969) და პარალელურად პრემიერ-მინისტრი (1946-1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ხო ში მინის მავზოლეუმი ჰანოიში

სწავლობდა ჰიუეს ეროვნულ კოლეჯში. 1911 წელს წავიდა ემიგრაციაში და მუშაობდა მატროსად. 1916-1923 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. სსრკ-ში კი ჩამოყალიბდა, როგორც კომუნისტი ლიდერი. 1920 წლიდან საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრია. 1924 წელს მონაწილეობდა კომინტერნის V კონგრესის მუშაობაში. 1925 წელს ვიეტნამის კომუნისტური ჯგუფების ბაზაზე შექმნა ვიეტნამის რევოლუციური ახალგაზრდობის ამხანაგობა. 1930 წელს დააარსა ინდო-ჩინეთის კომუნისტური პარტია. ბევრჯერ იყო რეპრესირებული. 1929 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. 1935 წელს მონაწილეობდა კომინტერნის VII კონგრესში. 1941 წელს დაბრუნდა ვიეტნამში და შექმნა ვიეტნამის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიგა. 1945 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ იყო ვიეტნამის დემოკრტიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1946 წლის მარტამდე. მარტიდან პრეზიდენტი და 1946-1955 წლებში პარალელურად პრემიერ-მინისტრიც. გარდაიცვალა 1969 წელს ქალაქ ჰანოიში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: