შინაარსზე გადასვლა

დოპოუქითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დოპოუქითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აძიუბჟა
კოორდინატები 42°51′49″ ჩ. გ. 41°12′44″ ა. გ. / 42.86361° ჩ. გ. 41.21222° ა. გ. / 42.86361; 41.21222
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დოპოუქითი — საქართველო
დოპოუქითი
დოპოუქითი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დოპოუქითი

დოპოუქითი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აძიუბჟის თემი).

მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ-ზე, ოჩამჩირიდან 34 კმ-ის დაშორებით.

თავდაპირველა მას ერქვა ამავე სახელწოდების ძველი ფორმა – დოპუაქითი. სახელწოდებები (დოპუაქითი // დოპოუქითი) აფხაზურია და ქართული გვარის, დოპუების სოფელს ნიშნავს. პირველად ფიქსირდება XIX საუკუნის 30-იან წლებში (ალექსანდერ ნორდმანი), დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. 1886 წელს შეიოდა აძიუბჟის (დღევანდელი აძიუბჟა) თემში.[1] საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, თავიდან ეწოდებოდა დოპუაქითა ან დოპუაქითი.[2]

1967 წლის 14 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „აფხაზეთის ასსრ ზოგიერთი დასახლებული პუნქტის სახელწოდების ტრანსკრიფციის შესახებ“. მათ შორის შედიოდა დასახლება დოპუაქითი, რომელსაც ეწოდა დოპოუქითი.[2][3] 1969 და 1977 წლების დაყოფაში ფიქსირდება დოპოუქითა. 1975 და 1987 წლებში — დოპოუქითი.[2] 1989 წელს სოფელში იყო 199 მცხოვრები.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.