შინაარსზე გადასვლა

ბანდის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბანდა.
ბანდის ზღვის მდებარეობა

ბანდის ზღვაზღვა მოლუკის კუნძულებთან, წყნარი ოკეანის ნაწილი. მდებარეობს ინდონეზიის აკვატორიაში. წყნარი ოკეანისგან გამოყოფილია ასეულობით კუნძულისა და ჰალმაჰერისა და სერამის ზღვებით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1000 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 500 კმ-ზე.

ბანდის ზღვა შემოსაზღვრულია კუნძულებით: სულავესი, ბურუ, ამბონი, სერამი, არუს კუნძულები, ბარატ-დაის კუნძულები, ტინიმბარის კუნძულები, კაის კუნძულები და ტიმორი.

ზღვის განაპირა რაიონები საკმაოდ სახიფათოა ნაოსნობისთვის, ვინაიდან აქ მდებარეობს უამრავი პატარა კლდოვანი კუნძული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]