აკვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აკვატორია (ლათ. aqua — „წყალი“, teritorium — „ტერიტორია“) — დადგენილ საზღვრებში მოქცეული ზღვის ან პორტის სივრცე, ჩვეულებრივ საზღვაო პორტის ნაწილი — ნავსაყუდელი.[1][2]

პორტის აკვატორიის შემადგენლობაში შედის წყლის მისადგომები, რეიდი და შიდა ნავსაყუდელი ან აუზები, რომლის ფარგლებშიც განლაგებულია მისადგომი ნაგებობა და მიმდინარეობს გემის განტვირთვა და დატვირთვა. ზოგჯერ პორტის აკვატორია მოიცავს სპეციალურ აუზებს გემების გადატვირთისათვის (ზღვის გემებიდან სამდინაროზე ან პირიქით), აგრეთვე სადგომებს საბრძოლო ხომალდებისათვის.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 249, თბ., 1975 წელი.
  2. 2.0 2.1 „აკვატორია“. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. http://bse.sci-lib.com/article005976.html. წაკითხვის თარიღი: 2 მარტი, 2019.