სერამი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სერამი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სერამი.
სერამის რუკა

სერამი (Ceram) — კუნძული მალაის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში, მოლუკის კუნძულთა ჯგუფში. ინდონეზიის ტერიტორიაა. ფართობი — 17,1 ათასი კმ², მიმდებარე კუნძულებიანად 18,7 ათასი კმ². ზედაპირი მთიანია. სიმაღლე — 3019 მ-დე (მთა ბინაია). დაბლობს უჭირავს სანაპიროს ვიწრო ზოლი. ჰავა ნოტიო ეკვატორულია. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე 25-27 °C-ა. ნალექები 2000-4000 მმ წელიწადში. ხარობს ნოტიო სუბტროპიკული ტყე, სამხრეთით მუსონური ზაფხულმწვანე ტყის უბნებია. კუნძულზე არის ქოქოსისა და სოგოს პალმის, პილპილის, შაქრის ლერწმის, დარიჩინის, ყავის, კაკაოს, მანგოს პლანტაციები. მოსახლეობა მისდევს თევზჭერას. ჩრდილოეთ ნაპირზეა ნავსადგური ვაჰაი.