შინაარსზე გადასვლა

აღდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აღდამი
Ağdam
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი აღდამი
კოორდინატები 39°59′35″ ჩ. გ. 46°55′50″ ა. გ. / 39.99306° ჩ. გ. 46.93056° ა. გ. / 39.99306; 46.93056
მმართველი Vagif Hasanov
დაარსდა XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 369±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 41.800 (2008) კაცი
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
საავტომობილო კოდი 02
აღდამი — აზერბაიჯანი
აღდამი

აღდამი (აზერ. Ağdam) — ნაქალაქარი აზერბაიჯანში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის ძირას.

აღდამი ძველთურქულად „მცირე ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. აღდამი დაარსდა XVIII საუკუნეში, ხოლო 1928 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. იყო აღდამის რაიონის ცენტრი, საავტომობილო გზების კვანძი. 1974 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 22 ათას ადამიანს. ფუნქციონირებდა ყველ-კარაქის, ღვინის, საკონსერვო და საინსტრუმენტო ქარხნები, ორი ტექნიკუმი, სამედიცინო და სამუსიკო სასწავლებელი, დრამატული თეატრი. ქალაქი განადგურდა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.