Resident Evil Outbreak File 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil Outbreak: File #2
Resident Evil Outbreak File 2-ის გარეკანი.jpg
ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 2
გამოსვლის თარიღი იაპ 9 სექტემბერი, 2004
ჩრდ.ამ. 26 აპრილი, 2005
PAL 26 აგვისტო, 2005
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ეიიტირო სასაკი
პროდიუსერ(ებ)ი ცუიოსი ტანაკა
მხატვარი იოსიჰირო ონო
სცენარისტი იუძი მაცუმოტო

Resident Evil Outbreak: File #2, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard: Outbreak: File 2 (იაპონ. バイオハザード アウトブレイク FILE2?) — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც წარმოადგენს ორიგინალი თამაშის, „Resident Evil Outbreak“-ის დამოუკიდებელ დამატებას. ის იაპონიაში გამოვიდა 2004 წლის 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში — 2005 წლის 26 აპრილს,[1] PAL რეგიონისთვის — იმავე წლის 26 აგვისტოს.

თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიანშიც. 2007 წლის 31 მარტს Capcom-მა შეწყვიტა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა სერვერების დახურვით, თუმცა 2014 წლის 1 იანვარს, ფანების ძალისხმევით კვლავ აღდგა.[2] თამაშში დაბრუნდა წინა ნაწილის რვავე მოთამაშე პერსონაჟი და სიუჟეტი მიმდინარეობს ზომბებით შეპყრობილ გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, სადაც დამატებულია ხუთი ახალი თავი: „Wild Things“, „Underbelly“, „Flashback“, „Desperate Times“ და „End of the Road“. მასში წარმოდგენილია იგივე გრაფიკა, გეიმპლეი და სათამაშო ელემენტები, რაც მის წინამორბედში, თუმცა გაუმჯობესდა სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის ხანგრძლივობა ჩატვირთვებს შორის.

თამაშმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად გააკრიტიკეს მართვის სისტემის არაკომფორტულობა, თუმცა შეაქეს კარგად დამუშავებული გრაფიკა და ხმის ეფექტები.[3] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic ფლობს 62.92%[4] და 58/100 (35 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[5]

შემქმნელების განცხადებით, დაგეგგმილი იყო გაგრძელების გამოშვება, მაგრამ დაბალი გაყიდვებიდან გამომდინარე, Capcom-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Resident Evil: Outbreak – File #2 (Game) – Giant Bomb. giantbomb.com.
  2. 2.0 2.1 Outbreak 2 Online. წაკითხვის თარიღი: 2014-01-18.
  3. Spaziogames.It: Recensione Resident Evil Outbreak File 2
  4. 4.0 4.1 Resident Evil Outbreak File #2 for PlayStation 2. Game Rankings. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.
  5. 5.0 5.1 Review: Resident Evil Outbreak File #2 for PlayStation 2. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.