Low Man's Lyric

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Low Man's Lyric“
სიმღერა, შემსრულებელი – მეტალიკა, ალბომიდან ReLoad
გამოსვლის თარიღი 18 ნოემბერი, 1997[1]
ჩაიწერა 30 ოქტომბერი, 1995
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 7:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra, Vertigo
ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
ReLoad - სიმღერები

Prince Charming
(10)
Low Man's Lyric
(11)
Attitude
(12)
მუსიკალური ნაწყვეტები:

Low Man’s Lyric — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული კომპოზიცია და მეთერთმეტე სიმღერა მათი მეშვიდე სტუდიური ალბომიდან ReLoad.

დემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის დემოს ერქვა Mine Eyes და ჩაიწერა 1995 წლის 30 ოქტომბერს.[2]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის სტილი შორსაა მეტალიკის თრეშ საწყისებისგან.[3] ალბომის გამოსვლის დროისთვის მეტალიკის მუსიკალური სტილი უკვე შეცვლილია, რაც ReLoad-მა კიდევ უფრო გაამყარა. მეტალიკის შემოქმედებაში გაჩნდა სულ უფრო მეტი და მეტი როკ-კომპოზიცია, ბალადები, განსხვავებით ადრინდელი ალბომებისგან, სადაც უდავოდ თრეშ მეტალ სიმღერები ლიდერობდნენ. ფოლადის სიმებიან სოლო გიტარასა და დრამებს დაემატა ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ბორბლიანი და ჩვეულებრივი ვიოლინო სიმღერაში Low Man’s Lyric, დევიდ მაილსისა და ბერნარდო ბიგალის შესრულებით, შესაბამისად, რაც მას მეტ ლირიკულობას სძენს.[2] იგი ერთ-ერთია მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებს შორის (თუ არ ჩავთვლით ალბომს St. Anger), რომელთაც გიტარის სოლო არ აქვს.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტი ასახავს უსახლკარო კაცის ფიქრებს,[2] რომელიც იტანჯება საკუთარი ცხოვრებით და სურს მეორე შანსის მიღება.[3] ტექსტიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მას აქვს ჩვეულებრივს აღმატებული შესაძლებლობები, რომელიც მას საშუალებას აძლევს დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ის მკურნალიცაა, მოხეტიალეც, თუმცა მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებზე მისთვის უსაფრთხო არ არის.[4] იგი პატიებას ითხოვს საყვარელი ადამიანისგან, იმის გამო, რომ თავს უფლება მისცა, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.[5]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1997 წლის 18 ოქტომბერს მაუნტინ-ვიუში, კალიფორნია,[6] როგორც კონცერტის გამხსნელი სიმღერა. შემდეგ ხშირად სრულდებოდა ტურნეებზე Poor Touring Me და Poor Re-Touring Me 1997-1998 წლებში, ზოგჯერ აკუსტიკური ვერსიით.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალბომი ReLoad. Metallica.com. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Low Man's Lyric. Encyclopedia Metallica. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  3. 3.0 3.1 Low Man's Lyric. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  4. Low Man's Lyric. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  5. Low Man's Lyric. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-08-05.
  6. ინფორმაცია სიმღერაზე Low Man's Lyric. Metallica.com. ციტირების თარიღი: 2011-08-05.