Guns N' Roses/Metallica Stadium Tour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Guns N' Roses/Metallica Stadium Tour
ტურნე, გამართული Guns N' Roses-ისა და მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები ჩრდილოეთი ამერიკა
დაკავშირებული ალბომი Use Your Illusion I
Use Your Illusion II
Metallica
დაწყების თარიღი 17 ივლისი, 1992
დასრულების თარიღი 6 ოქტომბერი, 1992
კონცერტების რაოდენობა 25
Guns N' Roses-ისა და მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
Wherever We May Roam Tour
(1991-1992)
Guns N' Roses/Metallica Stadium Tour
(1992)
Nowhere Else to Roam
(1993)

Guns N' Roses/Metallica Stadium Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფების, მეტალიკისა და Guns N' Roses-ის 1992 წელს გამართული ერთობლივი საკონცერტო ტურნე. იგი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, მეტალიკის შავი ალბომის მხარდამჭერ Wherever We May Roam და, მეორე მხრივ, Guns N' Roses-ის Use Your Illusions I და Use Your Illusions II ალბომების მხარდამჭერ Use Your Illusions ტურნეთა თანაკვეთას. ტურნეს გამხსნელი ჯგუფები იყვნენ Faith No More, Motörhead და Body Count.[1][2][3] ექსლ როუზს სურდა როკ-ჯგუფი ნირვანაც მათ შორის ყოფილიყო, მაგრამ ნირვანას ვოკალისტი კურტ კობეინი არ დათანხმდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 8 აგვისტოს მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს ჯეიმზმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო პიროტექნიკის ეფექტებისგან სახეზე, მხარზე, ხელებზე და ფეხებზე პიროტექნიკის ეფექტების გამო Fade to Black-ის შესრულებისას.[1] მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა, მაგრამ პირობა დადო, რომ ამ ქალაქს კვლავ ესტუმრებოდა სხვა დროს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns N' Roses სცენაზე გამოჩნდა. ამ პერიოდში მსენელები სულ უფრო იძაბებოდნენ და მოსვენებას კარგავდნენ. ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსებს საკუთარი ხმა არ ესმოდათ. გარდა ამისა, ექსლს, როგორც თავად განაცხადა, ვოკალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა. ამან ხალხში ბუნტი გამოიწვია, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთი წლის წინ მომხდარ ინცინდენტს Guns N' Roses-ის კონცერტზე სენტ-ლუისის მახლობლად. ფანებმა არეულობა მოაწყვეს მონრეალის ქუჩებში - ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძლივს დაიმორჩილა უკმაყოფილო ფანები. კადრები ამ არეულობიდან მოგვიანებით აისახა მეტალიკის დოკუმენტური ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.

ტურნე განახლდა არიზონაში, მაგრამ ჰეტფილდი დამწვრობების გამო ვეღარ უკრავდა გიტარაზე, მხოლოდ მღეროდა, ხოლო გიტარაზე მის მაგივრად ჯონ მარშალი უკრავდა.[1]

ტურნემ დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა მეტალიკას, თუმცა Guns N' Roses-ს — მხოლოდ მცირე. სლეშის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ექსლ როუზი ძალიან ექსტრავაგანტური იყო ხარჯებთან მიმართებაში: ქირაობდა ძვირადღირებულ კულისებს, აწყობდა თემატურ საღამოებს ყოველი შოუს შემდეგ. ჯგუფს ასევე დააკისრეს დიდი ჯარიმები შემდგომი გამოსვლებისას.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(აღებულია 1992 წლის 25 ივლისის შოუდან)

მეტალიკა
  1. Creeping Death
  2. Harvester of Sorrow
  3. Fade to Black
  4. Sad but True
  5. Wherever I May Roam
  6. Of Wolf and Man
  7. For Whom the Bell Tolls
  8. The Unforgiven
  9. The Shortest Straw
  10. Welcome Home (Sanitarium)
  11. Master of Puppets
  12. Seek & Destroy
  13. Whiplash
  14. Nothing Else Matters
  15. Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
  16. Last Caress (Misfits-ის ქავერი)
  17. One
  18. Enter Sandman
Guns N' Roses
  1. Nightrain
  2. Mr. Brownstone
  3. Live and Let Die (პოლ მაკ-კარტნის ქავერი)
  4. Attitude (Misfits-ის ქავერი)
  5. Bad Obsession
  6. Double Talkin' Jive
  7. Civil War
  8. Wild Horses (როლინგ სტოუნზის ქავერი)
  9. Patience
  10. It's So Easy
  11. Welcome to the Jungle
  12. You Could Be Mine
  13. It's Alright (Black Sabbath-ის ქავერი)
  14. November Rain
  15. Sweet Child o' Mine
  16. Knockin' on Heaven's Door (ბობ დილანის ქავერი)
  17. Don't Cry (ორიგინალი)
  18. Paradise City

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტალიკა
Guns N' Roses

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]