Artpop

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ARTPOP

სტუდიური ალბომი - ლედი გაგა
გამოცემის თარიღი ნოემბერი 6, 2013 (2013-11-06)
ჩაიწერა 2011–13
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 59:04
ლეიბლი
პროდიუსერი
ლედი გაგა – ქრონოლოგია

A Very Gaga Holiday
(2011)
ARTPOP
(2013)
Cheek to Cheek
(2014)
სინგლები ალბომიდან ARTPOP
  1. „Applause“
    გამოვიდა: 12 აგვისტო, 2013
  2. „Do What U Want“
    გამოვიდა: 21 ოქტომბერი, 2013
  3. „G.U.Y.“
    გამოვიდა: 28 მარტი, 2014
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 61/100[1]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 3.5/5 stars[2]
The A.V. Club C–[3]
Entertainment Weekly B[4]
The Guardian 3/5 stars[5]
The Independent 3/5 stars[6]
Los Angeles Times 2.5/4 stars[7]
NME 6/10[8]
Rolling Stone 3/5 stars[9]
Slant Magazine 3.5/5 stars[10]
Spin 6/10[11]

Artpop (სტილისტურად ARTPOP) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას რიგით მესამე სტუდიური ალბომი, იგი გამოიცა 2013 წლის 6 ნოემბერს ხმის ჩამწერ ლეიბლზე Streamline და Interscope Records. ალბომზე მუშაობა დაიწყო 2011 წელს ალბომ Born This Way-ს მინი პრომო ტურნეს ფარგლებში და გაგრძელდა 2013 წლამდე როდესაც გაგა მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო ტურით Born This Way Ball, ალბომზე მუშაობა ასევე გაგრძელდა გაგას ბარძაყის ოპერაციის შემდგომ გამოსაჯამრთებელ პერიოდში, რომლის დროსაც მთლიანად შეიცვალა ალბომის კონცეფცია.

გაგა ალბომს აღწერს როგორც „ვარჰოლის საპირისპირო“ მოვლენა პოპ კულტურაში. მან ჩანაწერზე ითანამშრომლა დიდი ხნის პარტნიორებთან — პოლ "DJ White Shadow" ბლერი და RedOne, ასევე ახალ პროდიუსერებთან — Zedd და Madeon. ლირიკული თემები ტრიალებს დიდების, სიყვარულის, სექსის, ფემინიზმის, საკუთარი თავის გაძლიერების, დამოკიდებულების დაძლევის და მედიის გარშემო, მასში მრავლადაა გამოყენებული პერსონაჟები რომაული და ბერძნული მითოლოგიებიდან. ალბომში შესულია დუეტი R&B მომღერალ რ. კელისთან და რეპერებთან — T.I., Too Short და Twista.

ალბომის მხარდასაჭერად გამსვლამდე ერთი დღით ადრე გაგამ ნიუ-იორკში უმასპინძლა ორ დღიან ღონისძიებას — artRave, სადაც შეასრულა რამდენიმე სიმღერა ალბომიდან და ასევე შედგა ალბომის ყდაზე გამოსახული ჯეფ კუნსის მიერ შექმნი გაგას გიგანტური სკულფტურის პრეზენტაცია. ჩანაწერმა კრიტიკოსების მხრიდან შერეული შეფასება დაიმსახურა, მიუხედავად ამისა ალბომმა კომერციულ წარმატებას მიაღწია და მისი დებიუტი აშშ-ის ბილბორდ 200-ში შედგა პირველი პოზიცია. ჩანაწერმა ასევე დაიკავა პირველი პოზიცია ხუთზე მეტ ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში და იაპონიაში. 2014 წლის მოცაცემებით ალბომი მსოფლიოს მასშტაბით გაყიუდლია 2.5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით.

ალბომის პირველმა სინგლმა Applause კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და შევიდა ოცზე მეტი ქვეყნის ათეულში, მათ შორის აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია. დამატებით ალბომიდან ასევე გამოიცა ორი სინგლი — Do What U Want, G.U.Y. და ორი პრომო სინგლი — Venus, Dope. ალბომის მხარდასაჭერი მეოთხე მსოფლიო ტურნე — artRAVE: The ARTPOP Ball დაიწყო 2014 წლის მაისში და დამთავრდა იმავე წლის ნოემბერში, ტურნეს შემოსავალმა შეადგინა 83 მილიონ აშშ დოლარი.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Applause — ალბომის პირველი სინგლი, თავდაპირველად სიმღერის პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის 19 აგვისტოს, თუმცა პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ინტერნეტში არალეგალურად გავცელდა სიმღერის ნაწყვეტები და ლეიბლის გადაწყვეტილებით მისი პრემიერა შედგა 12 აგვისტოს, ხოლო რადიოებს ოფიციალურად 19 აგვისტოს დაემატა. სიმღერა არის ნაზავი ელექტრო-პოპის და ევროდენსის. კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა დადებითი შეფასება და მათ აღნიშნეს, რომ სიმღერაზე იგრძნობა ენი ლენოქსის და დევიდ ბოუის გავლენა. სიმღერა შევიდა 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულში, მათ შორის აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია ხოლო ბილბორდის კლუბური დენს სიმღერების ჩარტში პირველი პოზიცია. ასევე 19 აგვისტოს შედგა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს პრემიერა რომელიც გადაღებულია შვედი ფოტოგრაფი დუეტის ინეზ და ვინუტის მიერ, ვიდეო შთაგონებულია სხვადახსვა ხელოვნების ნიმუშებით, მათ შორის არის რენესანსის ეპოქის მხატვარ სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო „ვენერას დაბადება“, ენდი უორჰოლის ნამუშევრები და ჯონ გალიანოს 2009 წლის მოდის ჩვენება. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ სიმღერა სერტიფიცირებული იქნა სამმაგი პლატინით.

Do What U Want — ალბომის მეორე სინგლი. 2013 წლის 21 ოქტომბერს სიმღერა თავდაპირველად გამოიცა როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, კომერციული წარმატების შემდგომ სიმღერა დასახელდა როგორ ალბომის ოფიციალური მეორე სინგლი და ჩაანაცვლა სიმღერა Venus რომელიც უკვე დაანონსებული იყო მეორე სინგლად. Do What U Want ჩაწერილია დუეტში R&B მომღერალ რ. კელისთან ერთად რის გამოც მასზე იგრძნობა R&B გავლენა რომელსაც თან ახლავს 80-იანი წლების სინთპოპის ელემენტები. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და შევიდა ათზე მეტი ქვეყნის ათეულში, ხოლო აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-13 პოზიცია. სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა რომლის პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. 2014 წლის ივნისში ინტერნეტში გავცელდა კადრები ვიდეოდან. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ სიმღერა სერტიფიცირებული იქნა პლატინით.

G.U.Y. — ალბომის მესამე სინგლი, რომელიც აშშ-ში გამოიცა 2014 წლის 8 აპრილს. კრიტიკოსების მხრიდან მიიღო შერეული შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. კომერციული თვალსაზრისით იგი მიიჩნევა გაგას ყველაზე წარუმატებელ სინგლად, აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია. სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო თავად გაგამ გადაიღო კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს. გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y. რომელშიც გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონის დნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას.

ალბომის გამოსვამდე რამდენიმე კვირით ადრე მის მხარდასაჭერად ასევე გამოიცა ორი პრომო სინგლი — Venus და Dope, ამ უკანასკნელმა აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულშ დაიკავა მე-8 პოზიცია რითიც გახდა გაგას რიგით მე-13 სიმღერა რომელიც შევიდა ცხელი ასეული ათეულში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Aura“3:55
2.„Venus“
  • გაგა
  • ლეკლერქი[ა]
  • მონსონი[ბ]
3:53
3.„G.U.Y.“
  • გაგა
  • ზასლავსკი
  • Zedd
  • გაგა
3:52
4.„Sexxx Dreams“
  • გაგა
  • ბლერი
  • მარტინ ბრესო
  • DJ Snake
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ბ]
  • ზისი[ა]
3:34
5.„Jewels N' Drugs“ (მონაწილეობენ T.I., Too Short და Twista)
  • გაგა
  • ბლერი
  • მონსონი
  • ზისისი
  • Too Short
  • Twista
  • T.I.
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:48
6.„MANiCURE“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:19
7.„Do What U Want“ (მონაწილეობს რ. კელი)
  • გაგა
  • ბლერი
  • ბრესო
  • DJ Snake
  • კელი
  • ბლერი
  • გაგა
3:47
8.„ARTPOP“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
4:07
9.„Swine“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
4:28
10.„Donatella“
  • გაგა
  • ზასლავსკი
  • Zedd
  • გაგა
4:24
11.„Fashion!“
  • ტუინფორტი
  • will.i.am
  • გეტა
  • გაგა
3:59
12.„Mary Jane Holland“
  • გაგა
  • Madeon
  • Madeon
  • გაგა
4:37
13.„Dope“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
3:41
14.„Gypsy“
  • გაგა
  • RedOne
  • Madeon
  • ბლერი
  • Madeon
  • გაგა
4:08
15.„Applause“
  • გაგა
  • ბლერი
  • ზისისი
  • მონსონი
  • ბრესო
  • ბლერი
  • გაგა
  • მონსონი[ა]
  • ზისისი[ა]
3:32
საერთო ხანგრძლივობა:59:04[12]
ჩანაწერი
  • ^[ა]  თანაპროდიუსერი.
  • ^[ბ]  დამხმარე პროდიუსერი.
  • Venus შეიცავს ელემენტებს ამერიკელი ჯაზ კომპოზიტორის Sun Ra-ს სიმღერიდან Rocket Number Nine და ფრანგული დუეტის Zombie Zombie-ის სიმღერიდან Rocket n°9.
  • ალბომის ცენზურირებულ ვერსიაში სიმღერა Sexxx Dreams შეტანილია სახელით „X Dreams“ და სიმღერა Jewels n' Drugs შეტანილია სახელით „Jewels n' *****“.[18]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები და გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[74] ოქრო 20,000x
ავსტრია (IFPI Austria)[75] ოქრო 7,500x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[76] პლატინა 40,000*
კანადა (Music Canada)[77] პლატინა 80,000^
საფრანგეთი (SNEP)[78] პლატინა 60,000[79]
უნგრეთი (MAHASZ)[80] ოქრო 3,000x
იტალია (FIMI)[81] ოქრო 30,000*
იაპონია (RIAJ)[82] პლატინა 195,712[60]
მექსიკა (AMPROFON)[83] პლატინა 60,000^
პოლონეთი (ZPAV)[84] ოქრო 10,000*
სამხრეთი კორეა (KMCIA)[85] ოქრო 3,856[86]
ესპანეთი (PROMUSICAE)[87] ოქრო 20,000^
შვედეთი (GLF)[88] ოქრო 20,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[89] ოქრო 15,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[90] ოქრო 207,243[91]
აშშ 768,000[92]
ჯამში
მსოფლიო 2,500,000[93]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატ(ებ)ი ლეიბლი ლიტ.
იაპონია 6 ნოემბერი, 2013 Universal Music [14]
[17]
[94]
ავსტრალია 8 ნოემბერი, 2013 [95]
[96]
[97]
საფრანგეთი ციფრული ჩამონატვირთი [98]
გერმანია
  • CD
  • CD+DVD
  • ციფრული ჩამონატვირთი
[16]
[99]
[100]
იტალია ციფრული ჩამონატვირთი [101]
დიდი ბრიტანეთი Polydor [102]
საფრანგეთი 11 ნოემბერი, 2013
  • CD
  • CD+DVD
Universal Music [103]
[104]
დიდი ბრიტანეთი Polydor [105]
[106]
აშშ
  • CD
  • ციფრული ჩამონატვირთი
[12]
[107]
იტალია 12 ნოემბერი, 2013
  • CD
  • CD+DVD
Universal Music [108]
[109]
პოლონეთი CD [110]
ჩინეთი 21 იანვარი, 2014 [111]
გერმანია 21 თებერვალი, 2014 გრამფირფიტა [112]
ავსტრალია 28 თებერვალი, 2014 [113]
საფრანგეთი 3 მარტი, 2014 [114]
დიდი ბრიტანეთი Polydor [115]
აშშ 24 მარტი, 2014
  • Streamline
  • Interscope
[116]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lady Gaga / ARTPOP ლედი გაგას ოფიციალურ საიტზე
  • Artpop საიტზე Discogs (გამოცემების სია)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ARTPOP Reviews. Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 17 თებერვალი, 2014.
  2. ერლეუაინი, სტივენ თომას. Artpop - Lady Gaga. AllMusic. Rovi Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2013.
  3. Zaleski, Annie. Lady Gaga: ARTPOP. The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2013.
  4. Markovitz, Adam. “ARTPOP - Lady Gaga“, Entertainment Weekly, 5 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 იანვარი, 2014. 
  5. პეტრიდისი, ალექსის. Lady Gaga: Artpop – review. The Guardian. Guardian News and Media. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2013.
  6. Gill, ენდი. “Album review: Lady Gaga, ARTPOP - It's hard not to feel underwhelmed“, The Independent, 7 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 დეკემბერი, 2013. 
  7. Wood, Mikael. “Review: Lady Gaga 'could mean anything' on 'Artpop'“, Los Angeles Times, 11 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 ნოემბერი, 2013. 
  8. NME Album Reviews - Lady Gaga - 'Artpop'. NME (22 ნოემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2013.
  9. Ganz, Caryn. Lady Gaga 'Artpop' Review. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  10. Cinquemani, Sal. (4 ნოემბერი, 2013) Lady Gaga: Artpop. Slant Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2013.
  11. Johnston, Maura. Lady Gaga, 'ARTPOP' Review. Spin. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2013.
  12. 12.0 12.1 ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store US. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 მარტი, 2014. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2013.
  13. Artpop (Walmart Exclusive), Lady GaGa. Walmart. წაკითხვის თარიღი: 30 ოქტომბერი, 2013.
  14. 14.0 14.1 アートポップ (初回生産限定盤) CD იაპონურად. Universal Music Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  15. レディー・ガガの「ARTPOP」を iTunes で. iTunes Store. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი, 2015.
  16. 16.0 16.1 LADY GAGA | ARTPOP (Deluxe Edition) გერმანულად. Universal Music Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  17. 17.0 17.1 アートポップ -デラックス・エディション初回生産限定盤CD+DVD იაპონურად. Universal Music Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  18. Artpop by Lady Gaga. iTunes Store US. Apple. წაკითხვის თარიღი: 20 ოქტომბერი, 2013.
  19. "Lady Gaga – Artpop". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  20. ARIA Dance – Week Commencing 18th ნოემბერი 2013 (PDF). ARIA Charts. Pandora Archive. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი, 2013.
  21. "Lady Gaga - Artpop" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი, 2013.
  22. "Lady Gaga – Artpop" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ნოემბერი, 2013.
  23. "Lady Gaga – Artpop" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ნოემბერი, 2013.
  24. "Lady Gaga ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - Lady Gaga. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 21 ნოემბერი, 2013.
  25. Top Kombiniranih – Tjedan 46. 2013. Croatian. Hrvatska Diskografska Udruga. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 20 ნოემბერი, 2013.
  26. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201346 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი, 2013.
  27. "Lady Gaga – Artpop". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 22 ნოემბერი, 2013.
  28. "Lady Gaga – Artpop" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  29. "Lady Gaga: Artpop" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  30. "Lady Gaga – Artpop". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 ნოემბერი, 2013.
  31. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 20 ნოემბერი, 2013.
  32. Official Cyta-IFPI Charts – Top-75 Albums Sales Chart (Week: 49/2013) Greek. IFPI Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 სექტემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 16 დეკემბერი, 2013.
  33. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი 21 ნოემბერი, 2013.
  34. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  35. "Lady Gaga – Artpop". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 1 დეკემბერი, 2013.
  36. "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  37. "სამხრეთ კორეის GAON-ის ალბომების ჩარტი". გვერდზე აირჩიეთ "{{{year}}}" და შემდეგ "2013년 47주차", რათა შესაბამისი ჩარტი იხილოთ. კორეის ჩარტები. GAON. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  38. Puesto #1 del #Top100MX del ... Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. Twitter (6 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2013.
  39. "Lady Gaga – Artpop". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  40. "Lady Gaga – Artpop". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ნოემბერი, 2013.
  41. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 21 ნოემბერი, 2013.
  42. "Lady Gaga – Artpop". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 ნოემბერი, 2013.
  43. "2013-11-23 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 18 ნოემბერი, 2013.
  44. სამხრეთ აფრიკის ალბომები Chart Top 20 Afrikaans. Recording Industry of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 დეკემბერი, 2013.
  45. "Lady Gaga – Artpop". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ნოემბერი, 2013.
  46. "Lady Gaga – Artpop". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 16 ნოემბერი, 2013.
  47. "Lady Gaga – Artpop". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 19 ნოემბერი, 2013.
  48. Weekly Top 20 – Combo Chart (2013/11/15 – 2013/11/21) Chinese. G-Music. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი, 2013.
  49. "Lady Gaga | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 17 ნოემბერი, 2013.
  50. "Lady Gaga ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Lady Gaga. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 21 ნოემბერი, 2013.
  51. "Lady Gaga ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ალბომები - Lady Gaga. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 21 ნოემბერი, 2013.
  52. 52.0 52.1 El álbum más vendido durante 2013 en Argentina: "Violetta – Hoy somos más" Spanish. Argentine Chamber of Phonograms and Videograms Producers. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
  53. ARIA Charts – End Of Year Charts – Top 100 Albums 2013. Australian Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2014.
  54. ARIA Charts – End Of Year Charts – Top 50 Dance Albums 2013. Australian Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 იანვარუ, 2014. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2014.
  55. Jaaroverzichten 2013 – Albums ჰოლანდიურად. Ultratop. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი, 2013.
  56. Rapports Annuels 2013 – Albums French. Ultratop. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2013.
  57. De Toledo, Giuliana. (19 მარტი, 2014) Disco do padre Marcelo Rossi foi o mais vendido em 2013 Portuguese. Folha de S.Paulo. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 მარტი, 2014. წაკითხვის თარიღი: 28 მარტი, 2014.
  58. Összesített album- és válogatáslemez-lista – eladási darabszám alapján – 2013 Hungarian. MAHASZ. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2014.
  59. Classifica annuale 2013 – Top 100 Album Combined Italian. Federazione Industria Musicale Italiana. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი, 2014.
  60. 60.0 60.1 60.2 Japan year-end and total sales:
    • アルバム TOP100 იაპონურად. Oricon (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - იანვარი 2, 2014. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2013.
    • შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. იაპონურად. Oricon (2014). წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 12, 2014.
  61. Los Más Vendidos 2013 Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2014.
  62. 2013년 총결산 Album Chart Korean. Gaon Music Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან - იანვარი 6, 2016. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 27, 2016.
  63. Årslista Album – År 2013 Swedish. Sverigetopplistan. Swedish Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 ოქტომბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 2 მარტი, 2014.
  64. Swiss Year-End Charts 2013. swisscharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2014.
  65. End of year album chart – 2013. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი: 23 აპრილი, 2015.
  66. Billboard 200 Albums: Year End 2013. Billboard. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
  67. Dance/Electronic Albums: Year End 2013. Billboard. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2013.
  68. ARIA Charts – End Of Year Charts – Top 50 Dance Albums 2014. Australian Recording Industry Association. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2015.
  69. Top კანადის ალბომები: Year End 2014. Billboard. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
  70. 年度 唱片销量排行榜 年终榜 Chinese. Sino Chart. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2015.
  71. Årslista Album – År 2014 Swedish. Sverigetopplistan. Swedish Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 28 თებერვალი, 2015.
  72. Top Billboard 200 Albums: Year End 2014. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 12, 2014.
  73. Dance/Electronic Albums: Year End 2014. Billboard. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2014.
  74. Lady Gaga con todo, ya es un éxito "ARTPOP" en la Argentina Spanish. Todo Noticias (ნოემბერი 28, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - დეკემბერი 3, 2013. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 19, 2013.
  75. Austrian album certifications – Lady Gaga – Artpop გერმანულად. IFPI ავსტრია (ნოემბერი 13, 2013). წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 30, 2013. შეიყვანეთ Lady Gaga ველში Interpret. შეიყვანეთ Artpop ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  76. Brazilian album certifications – Lady Gaga – Artpop პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2013.
  77. Canadian album certifications – Lady Gaga – Artpop. Music Canada (ნოემბერი 14, 2013). წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 18, 2013.
  78. French album certifications – Lady Gaga – Artpop ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: იანვარი 22, 2014.
  79. Lady GaGa – Artpop French. Pure Charts by Charts in France. წაკითხვის თარიღი: February 3, 2014.
  80. Adatbázis – Arany- és platinalemezek – 2013 უნგრულად. Mahasz. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2013.
  81. Italian album certifications – Lady Gaga – Artpop იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: იანვარი 13, 2014.
  82. Japanese album certifications – Lady Gaga – Artpop იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: ივნისი 19, 2014.
  83. Mexican album certifications – Lady Gaga – Artpop ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია (იანვარი 21, 2014). წაკითხვის თარიღი: იანვარი 21, 2014.
  84. Polish album certifications – Lady Gaga – Artpop პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV) (დეკემბერი 11, 2013). წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 11, 2013.
  85. შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს. 
  86. 2013년 Album Chart. Gaon Chart. წაკითხვის თარიღი: მარტი 29, 2017.
  87. Spanish album certifications – Lady Gaga – Artpop ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები. წაკითხვის თარიღი: ივნისი 14, 2016.
  88. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2013 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი (იანვარი 3, 2014). წაკითხვის თარიღი: იანვარი 3, 2014.
  89. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Lady Gaga; 'Artpop'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: იანვარი 17, 2014.
  90. British album certifications – Lady Gaga – Artpop. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია (იანვარი 6, 2014). წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2014. შეიყვანეთ Artpop ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  91. Jones, Alan. “Official Charts Analysis: Trainor matches Clean Bandit for longest-running No.1 single of 2014“, Music Week, October 27, 2014. წაკითხვის თარიღი: October 27, 2014. 
  92. Caulfield, Keith. (March 30, 2017) Billboard 200 Chart Moves: Lady Gaga's 'Joanne' Surpasses Half-Million in U.S. Sales. Billboard. წაკითხვის თარიღი: March 30, 2017.
  93. Siegel, Ben. “Lady Gaga dazzles fans with fun, solid show“, The Buffalo News, July 7, 2014. წაკითხვის თარიღი: July 8, 2014. 
  94. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store Japan. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი, 2013.
  95. Lady Gaga Store – ARTPOP. Getmusic. Universal Music Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  96. Artpop (Deluxe Edition) – Lady Gaga. JB Hi-Fi. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი3, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  97. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store Australia. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი, 2013.
  98. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store France. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  99. LADY GAGA | ARTPOP გერმანულად. Universal Music Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  100. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store Germany. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  101. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store Italy. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 თებერვალი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  102. ARTPOP by Lady Gaga. iTunes Store UK. Apple. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  103. Artpop – Lady Gaga – CD album French. Fnac. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  104. Artpop Edition Deluxe – Inclus DVD bonus – Lady Gaga – CD album French. Fnac. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 ოქტომბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  105. ARTPOP. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  106. ARTPOP [CD+DVD]. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 20 ოქტომბერი, 2013.
  107. ARTPOP. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  108. Lady Gaga – Art Pop Italian. Internet Bookshop Italia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  109. Lady Gaga – Art Pop (Deluxe Edition) Italian. Internet Bookshop Italia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  110. Artpop – Lady Gaga Polish. Universal Music Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  111. 嘎嘎小姐:流行艺术(CD) Chinese. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი, 2014.
  112. LADY GAGA | ARTPOP (LP) გერმანულად. Universal Music Germany. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  113. Artpop (Vinyl) – Lady Gaga. JB Hi-Fi. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  114. Artpop – Lady Gaga – Vinyl album French. Fnac. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი3, 2013.
  115. ARTPOP [VINYL]. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
  116. ARTPOP [Long Play 12" Vinyl]. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2013.
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Artpop&oldid=3405515“-დან