Tony Bennett and Lady Gaga: Cheek to Cheek Live!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Tony Bennett and Lady Gaga: Cheek to Cheek Live!
Cheek to Cheek Live DVD cover.jpg
ჟანრი კონცერტი
რეჟისორი დევიდ ჰორნი
მონაწილეობენ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • დევიდ ჰორნი
  • ტონი ბენეტი
  • ლედი გაგა
  • დენი ბენეტი
  • ბობი კემპელი
პროდიუსერ(ებ)ი მიტჩ ოუგანგი
ადგილ(ებ)ი ლინკოლნის ცენტრი, ნიუ-იორკი
ხანგრძლივობა 52:12
ეთერი
ორიგინალური არხი PBS

Tony Bennett and Lady Gaga: Cheek to Cheek Live! — ამერიკელ ჯაზ მომღერალ ტონი ბენეტის და ასევე ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი სპეციალური სატელევიზიო კონცერტი მათი ერთობლივი ჯაზის სტანდარტების ალბომის Cheek to Cheek (2014) მხარდასაჭერად. კონცერტი ჩაიწერა 2014 წლის 28 ივლისს ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრის როუზის თეატრში, ხოლო მისი ტელე პრემიერა PBS-ის ეთერში შედგა იმავე წლის 24 ოქტომბერს, ალბომის გამოცემიდან ერთი თვის შემდგომ. კონცერტის ჩაწერას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმბრები და ნიუ-ირკის მუსიკალური სკოლების სტუდენტები. გაგას და ტონის სცენაზე შეუერთდა 39 კაციანი ორკესტრი და მეგობრები. კონცერტისათვის კოსტუმები შექმნა რობერტო კავალიმ, ვალენტინომ, მაიკლ კოსტელომ და სხვა. პრემია ემის რიგით 67-ე დაჯილდოებაზე კონცერტმა მიიღო ნომინაცია საუკეთესო გასართობი სპეციალური შოუსთვის.

გაგამ და ტონიმ კონცერტზე შეარულეს 19 სიმღერა, მათ შორის ალბომის პირველი ორი სინგლი — Anything Goes და I Can't Give You Anything but Love. ელექტრონული ტექნიკის კომაპნია LG Electronics-ის სპონსორობით შოუ ჩაიწერა უმაღლესი 4k რეზოლუციით, მოგვიანებით აშშ-ის მასშტაბით კონცერტის ჩვენება მოხდა LG-ს ყველა მაღაზიათა ქსელში. 2015 წლის 20 იანვარს გამოიცა კონცერტის DVD და Blu-ray ვერსიები, სადაც ბონუსის სახით დამატებული იყო რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ამოღებული იქნა ფილმის სატელევიზიო ვერსიიდან. DVD ვერსიამ აშშ-ის ბილბორდის მუსიკალური ვიდოების ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია. შოუმ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასებები, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას და ტონის ვოკალი. სიმღერა Bang Bang (My Baby Shot Me Down) საკონცერტო ჩანაწერი შესულია ალბომ Cheek to Cheek-ის iTunes-ის გამოცემაში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PBS-ს სატელევიზიო ვერსია[1]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Anything Goes“კოულ პორტერი 
2.„Cheek to Cheek“ირვინგ ბერლინი 
3.„Nature Boy“ედენ აჰბესი 
4.„How Do You Keep the Music Playing?“ (ბენეტის სოლო)მაიკლ ლეგრანდი 
5.„Bang Bang (My Baby Shot Me Down)“ (გაგას სოლო)სონი ბონო 
6.„Firefly“ 
7.„I Won't Dance“ 
8.„I Can't Give You Anything but Love“ 
9.„Lush Life“ (გაგას სოლო)ბილი სტრეიჰორნი 
10.„Sophisticated Lady“ (ბენეტის სოლო) 
11.„Let's Face the Music and Dance“ბერლინი 
12.„But Beautiful“ 
13.„It Don't Mean a Thing“
  • ელინგტონი
  • მილსი
 

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thirteen Productions (24 სექტემბერი, 2014). „Great Performances – Tony Bennett & Lady Gaga: Cheek to Cheek LIVE!“. პრეს-რელიზი. http://www.thirteen.org/13pressroom/press-release/great-performances-tony-bennett-lady-gaga-cheek-to-cheek-live/. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2015.
  2. Cheek to Cheek: Live. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 3 თებერვალი, 2015.
  3. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live!". 40 საუკეთესო DVD-ის ჩარტი. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან - იანვარი 24, 2015. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  4. "ავსტრიის საუკეთესო 40-ეული - მუსიკალური DVD-ების საუკეთესო ათეული" (გერმანულად). ავსტრიის საუკეთესო 40-ეული. Ö3 Austria Top 40. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  5. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live! [DVD]" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი თებერვალი 21, 2015.
  6. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live! [DVD]" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი თებერვალი 7, 2015.
  7. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live! [DVD]" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  8. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live!" (ფრანგულად). მუსიკალური DVD-ების ოფიციალური გაყიდვები. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  9. "Tony Bennett & Lady Gaga – Cheek to Cheek - Live!" (იტალიურად). 20 საუკეთესო მუსიკალური DVD. იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  10. "20 საუკეთესო მუსიკალური DVD" (ესპანურად). 20 საუკეთესო მუსიკალური DVD. PROMUSICAE. წაკითხვის თარიღი იანვარი 24, 2015.
  11. "2015-01-31 40 საუკეთესო მუსიკალური ვიდეო-ალბომის არქივი| ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი იანვარი 25, 2015.
  12. "Music Video Sales: 2015-02-07". ბილბორდი. წაკითხვის თარიღი იანვარი 25, 2015. (ფასიანი რეგისტრაცია)
  13. ARIA Charts – End Of Year Charts – Top 50 Audiovisual 2015. ARIA Charts. წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2016.
  14. Jaaroverzichten 2015 Muziek-DVD ჰოლანდიურად. Ultratop. წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2016.
  15. Rapports Annuels 2015 Muziek-DVD French. Ultratop. წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2016.
  16. Jaaroverzichten DVD Music 2015 ჰოლანდიურად. MegaCharts. წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2016.
  17. 2015 Billboard Top Music Video Sales. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 9, 2015.