Lady Gaga Fame

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: The Fame.
Filigrana.svg
Lady Gaga Fame
Lady Gaga Fame
სარეკლამო პოსტერი.
სუნამო ლედი გაგა-სგან
დასახელება უნისექსი
არომატი ყვავილოვანი ხილი
ზედა ნოტი ბელადონა
გულის ნოტი გარგარი, თაფლი, ორქიდეა
ქვედა ნოტი არაბული ჟასმინი, საკმეველი
გამოშვების თარიღი აგვისტო 1, 2012 (2012-08-01)
ლეიბლი Haus Laboratories პარტნიორობით Coty, Inc.-თან.
სლოგანი The first ever black eau de parfum
შემდეგი სუნამო Eau de Gaga
საიტი hauslaboratories.com
Filigrana.svg

Lady Gaga Fame (ქართ. ლედი გაგა დიდება) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირველი სუნამო, იგი გამოვიდა 2012 წლის აგვისტოში გაგას მიერ ჩამოყალიბებულ სუნამოების ლეიბლზე Haus Laboratories პარტნიორობით ფრანგულ კომპანიასთან Coty, Inc. სუნამო შექმნილია უახლესი თანამედროვე თხევადი ტექნოლოგიებით და არის მსოფლიოში პირველი შავი ფერის სუნამო, მიუხედავად ამისა სუნამო დასხმის დროს კვალს არ ტოვებს და ხდება უფერული. სუნამო არის უნისექსი და განკუთნილია როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. სუნამოს აქვს ყვავილოვანი ხილის არომატი, მისი იგრედიენტებია: ზედა ნოტი – ყვავილ ბელადონას ცრემლები; გულის ნოტი – გარგრის ფხვნილი, ლეოპარდის პრინტიანი ფურცლების მქონე ორქიდეას დასრესილი გული და თაფლის წვეთები; ქვედა ნოტი – არაბული ჟასმინი და საკმეველი. სუნამოს კოლექცია მოიცავს ტანის ლოსიონს, ტანის გელს და შავ საპონს. დამატებით ასევე გამოიცა სხვადასხვა საჩუქრები: სასცუქრე ჩანთა, მზის სათვალეები, ყალბი ფრჩხილები, დროებითი ტატუ და სხვა.

სუნამოს სარეკლამო ფოტოები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ამერიკელმა ფოტოგრაფმა სტივენ კლეინმა, ფილმში გამოყენებულია გაგას სიმღერა Scheiße რომელიც შესულია მის მეორე სტუდიურ ალბომში Born This Way (2011). ფილმის პრემიერა შედგა ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში სუნამოს პრეზენტაციასთან ერთად. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია სუნამოს 30 მილიონზე მეტი ფლაკონი რომლის შემოსავალმაც შეადგინა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი.

პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუნამო 100 მლ/ 3.4 oz
  • სუნამო 50 მლ/ 1.7 oz
  • სუნამო 30 მლ/ 1.0 oz
  • Rollerball 10 მლ/ 0.34 oz
  • საპონი 5.0 oz
  • ტანის ლოსიონი negra 200 მლ/ 6.7 oz
  • ტანის გელი 200 მლ/ 6.7 oz

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია შედეგი ლიტ.
2013 Canadian Fragrance Awards მომხმარებლის არჩევანი მოგებული [1]
FiFi Awards საუკეთესო ცნობილი ადამიანის სუნამო ნომინირებული [2]
Swedish Beauty & Cosmetic Awards საუკეთესო ქალის სუნამო მოგებული [3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2013 Canadian Fragrance Awards: And the winners are... - The Whale & The Rose. Thewhaleandtherose.com (2013-04-26). წაკითხვის თარიღი: 2016-12-29.
  2. The Fragance Foundation 2013 Winners. The Fragrance Foundation. წაკითხვის თარიღი: 6 მაისი, 2015.
  3. Lady Gaga's perfume wins Swedish award. Pressparty (16 აპრილი, 2013). წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2015.