Lady Gaga x Terry Richardson

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Lady Gaga x Terry Richardson“

ავტორი ლედი გაგა
ტერი რიჩარდსონი
გარეკანის მხატვარი ტერი რიჩარდსონი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ჟანრი ფოტოგრაფია
გამომცემელი Grand Central Publishing
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი, 2011
გვერდი 360
ISBN ISBN 978-1-4555-1389-5

Lady Gaga x Terry Richardson — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას და ამერიკელი ფოტოგრაფის ტერი რიჩარდსონის ერთობლივი ფოტო წიგნი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 22 ნოემბერს გამომცემლობა Grand Central Publishing-ის მიერ. წიგნში შესულია 350-ზე მეტი გაგას უცნობი სურათი რომელიც გადაღებულია რიჩარდსონის მიერ ათი თვის განმავლობაში. გარდა ფოტოსურათებისა, იგი მოიცავს წინასიტყვაობა რომელიც დაწერილია გაგას მიერ და მოგვითხრობს გაგას და რიჩარდსონის ურთიერთობას. წიგნის გამოშვებამდე გაგას და რიჩარდსონს ადრეც ჰქონდათ სხვადასხვა პროექტები.

ფოტოწიგნმა გამოშვებითანავე მიიღო კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება, მათ დადებითად შეაქეს გაგას ზოგიერთი პროვოკაციული სურათი. წიგნი მოხვდა გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე გაყიდვადი წიგნების რეიტინგში მეხუთე ადგილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lady Gaga x Terry Richardson-ში შესულია სურათები ლედი გაგას პერფომანსიდან 2010 წლის Lollapalooza-ზე.

ფოტოწიგნში ძირითადად შესულია თეთრი და შავი სურათები, ასევე შესულია ფერადი სურათები[1] ფოტოები გადაღებულია ათი თვის განმავლობაში, დაწყებული გაგას პერფომანსიდან 2010 წლის Lollapalooza-ზე და დამთავრებული 2011 წლის გრემის ცერემონიალამდე, წიგნში ასევე შესულაი ფოტოები გაგას მეორე მსოფლიო ტურიდან The Monster Ball Tour (2009-2011).[2] ამ ათი თვის პერიოდში რიჩარდსონმა გაგას გადაუღო 100.000-ზე მეტი ფოტო[1] აქედან შეირჩა საუკეთესო 350 ფოტოსურათი.[2] ფოტოწიგნი ასევე მოიცავს წინასიტყვაობა რომელიც დაწერილია გაგას მიერ და მოგვითხრობს გაგას და რიჩარდსონის ურთიერთობას ამ ათი თვის განმავლობაში.[3] გაგამ თავის ოფიციალურ YouTube-ს გევრდზე განათავსა ვიდეო სადაც თავად კითხულობს წინასიტყვაობას, ვიდეო განათავს წიგნის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე.[3]

ფოტოწიგნის გამოსვლამდე გაგა რიჩარდონთან მანამდეც თანამშრომლობდა სხვადასხვა პროექტებით, მათ შორისაა ბრენდ Supreme-ს სარეკლამო ფოტოსესია და ჟურნალ ვოგის იაპონური გამოცემის ფოტოსესია და ასევე ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესია.[2] ჯეიმ რაბმა, აღამსრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა გამომცემლობის Grand Central Publishing-ის ერთ ერთ ინტერვიუში განაცხადა: "ჩვენ ვამაყობთ, რომ უნდა გამოვცეთ ასეთი წიგნი, ეს იქნება მოულოდნელი და ყველაზე გამაოგნებელი ასევე პროვოკაციული. ეს ნამდვილი ბესცელერი იქნება".[2]

გაგამ ტელეკომპანია MTV-სთან ილაპარაკა ამ წიგნის შესახებ: "ტერი იყო ჩემთან ერთად ყოველ წამს, ყოველ წუთს. ის მიღებდა ფოტოსურათებს როდესაც ვიღვიძებდი და როდესაც შევდიოდი აბაზანაში კბილების გამოსახეხხად. ამ ფოტოებში არაფერია დადგმული ყველაფერი რეალურია.მე მიყვარს ტერი. მე ყოველთვის ვიძახდი "ოჰ, ტერი" და ის მპასუხობდა "ოჰ, რა ლამაზი, ნება მომეცით უბრალოდ გადავიღო ეს". ის მართლაც ახლო მეგობარია ჩემი და მე ვგრძნობ, რომ იგი მოგზაურობდა ჩემთან ერთად."[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lyons, Margaret. (2011-07-28) ლედი გაგა და ტერი რიჩარდსონი აპირებენ გამოუშვან ერთობილი ფოტოწიგნი. New York. New York Media LLC. ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ლედი გაგა უშვებს ფოტოწიგნს. MTV News. MTV Networks (2011-07-29). ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  3. 3.0 3.1 Montogmery, James (2011-11-16). „Lady Gaga Reads To Her Fans From Photo Book“. MTV News. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2011-11-18.
  4. Montgomery, James. (2011-08-02) Lady Gaga Calls Terry Richardson Book 'Completely Unfiltered'. MTV News. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2011-10-08.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]