ArtRave

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
artRave
ArtRave event by Gaga.jpg
ტურნე, გამართული ლედი გაგას მიერ
ჩატარების ადგილი ბრუკლინის ნავსადგური, ნიუ-იორკი, აშშ
დაკავშირებული ალბომი ARTPOP
დაწყების თარიღი ნოემბერი 10, 2013 (2013-11-10)
დასრულების თარიღი ნოემბერი 11, 2013 (2013-11-11)
ლედი გაგას კონცერტების ქრონოლოგია
Born This Way Ball
(2012–2013)
artRave
(2013)
Lady Gaga Live at Roseland Ballroom
(2014)

artRave — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას ორ დღიანი ღონისძიება, მესამე სტუდიური ალბომის ARTPOP (2013) მხარდასაჭერად. ღონისძიება დაიწყო 2013 წლის 10 ნოემბერს ალბომის გამოცემიდან ერთი დღით ადრე და დასრულდა მეორე დღეს. ღონისძიება გაიმართა ნიუ-იორკში ბრუკლინის ნავსადგურში, რომელიც მოიცავდა აბომის გამოშვების წვეულებას, პრეს-კონფერენციას, გამოფენას და მინი კონცერტს. პრეს კონწერენციის დროს გაგამ ჟურნალისტებს წაუდგინა პირველი მფრინავი კაბა Volantis და ასევე დაადასტურა კოსმოსში პერფომანსი რომელიც მოგვიანებით ტექნიკური ხარვეზების გამო გაუქმდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჯეფ კუნსის ახალი სკულფტურები მათ შორის გაგას გიგანტური სკულფტურა, ფოტოგრაფ დუეტ ინეზ და ვინუტის მოდის ფილმი, მარინა აბრამოვიჩის სამკუტნალო მეთოდის ვიდეო პროექტო და ამერიკელი დრამატურგისა და რეჟისორის რობერტ ვილსონის პორტრეტები გაგას მონაწილეობით.

თავდაპირველად ღონისძიება უნდა დაეფინანსებინა American Express-ს თუმცა მათ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დაფინანსება. მინი კონცერტის პირდაპირ ტრანსლაცია მიმდინარეობდა მუსიკალური ვიდოების პლათფორმაზე Vevo, კონცერტზე გაგამ შეასრულა სიმღერები მხოლოდ ახალი ალბომიდან. 11 ნოემბერს აშშ-ის 150-ზე მეტ რადიო სადგურში გადაიცა კონცერტის აუდიო ჩანაწერი და გაგას ინტერვიუ რადიო წამყვან რაიან სიკრესტთან ერთად. ხოლო 19 ნოემბერს ტელეკომპანია The CW-ს ეთერში ნაჩვენები იქნა მთლიანი კონცერტის ჩანაწერი. ღონისძებამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, კერძოდ კი მათ ხაზი გაუსვეს გაგა შესრულებას და ენთუზიაზმს.

სეტლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aura
  2. ARTPOP
  3. Venus
  4. MANiCURE
  5. Sexxx Dreams
  6. Gypsy
  7. Dope
  8. Applause
  9. Do What U Want

წყარო: Rolling Stone[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Muller, Marissa G.. “Lady Gaga Shows Off Flying Dress at 'ArtRave'“, Rolling Stone, 11 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ArtRave&oldid=3347193“-დან