Spin (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Spin — ამერიკული მუსიკალური ჟურნალი. დაარსდა 1985 წელს, გამომცემელ ბობ გუჩიონე, უმცროსის მიერ, ის კონკურირებს მეორე მსვილ მუსიკალურ გამოცემა — Rolling Stone-სთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობის პირველ წლებში, ჟურნალი ცნობილი გახდა მუსიკის ფართე არეალით კოლეჯ-როკზე და ჰიპ-ჰოპ სცენებზე დაყრდნობით. ჟურნალი იყო ეკლექტიური და გაბედული, თუმცა რამდენადმე უსისტემო. Spin დემონსტრაციულად იქმნებოდა, როგორც Rolling Stone-ის ეროვნული ალტერნატივა, მისი სტილით, რომელიც ორიენტირებული იყო განთქმულ მუსიკოსებზე. ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა ახალ მუსიკოსებს, როგორებიცაა R.E.M., პრინსი, Run-D.M.C., Eurythmics, Beastie Boys და Talking Heads; დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალი თავის გარეკანზე აქცენტს აკეთებდა ცნობილ პერსონებზე, როგორებიცაა ბობ დილანი, კით რიჩარდსი, მაილზ დეივისი, Aerosmith, ლუ რიდი, ტომ უეიტსი და ჯონ ლი ჰუკერი — ბარტ ბულის სტატიებმა ჰუკერის შესახებ ხელი შეუწყო ჟურნალს პირველი დიდი ჯილდოს მიღებაში.

გარეკანზე შავკანიანი მუსიკოსების პუბლიკაციები განიხილებოდა, როგორც რისკიანი ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა პოტენციურად ასახულიყო მის გაყიდვებზე. ამას გარდა, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჟურნალმა საკუთარი თავი მიუძღვნა შიდსის კრიზისის შესახებ პუბლიკაციებს, იმ დროს, როდესაც გეებზე სტატიებსაც კი შეეძლო მოეტანა რეკლამების დაკარგვა, ჟურნალი განაგრძობდა ავადმყოფობის პრობლემების გაშუქებას. კულტურულ სფეროში, ჟურნალი ბევრ სტატიას უძღვნიდა სხვადასხვა სტილის განხილვებს: ჰარდკორ-პანკის, ალტ-ქანტრის, რეგის და ეთნიკური მუსიკის, ექსპერიმენტული როკის, ჯაზის და ყველაზე უფრო ავანტურული სტილების, როგორებიცაა, პოპულარული კოლეჯ-როკისა და ანდეგრაუნდის 1980-იანი წლების მუსიკალური სცენები, ასევე მთელი რიგი მარგინალური სტილები. შემსრულებლები, როგორებიცაა The Ramones, პატი სმიტი, Blondie, X, Black Flag და The Sex Pistols-ის და The Clash-ის ყოფილი წევრები, ასევე ადრეული პანკის/ახალი ტალღის სხვა ჯგუფები ჟურნალის რედაქციაში იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის პიონერები, ისინი ფართედ იყვნენ ჩართულები განხილვებში და სტატიებში, ასევე მუდმივად მოიხსენიებოდნენ ჟურნალში, მაშინ როდესაც Rolling Stone და სხვა გამოცემები, იშვიათად აღიარებდნენ მათ არსებობას. ჰიპ-ჰოპ მუსიკის და კულტურის ფართე გაშუქება, განსაკუთრებით თანამოქმედ რედაქტორ ჯონ ლელანდთან ერთად, ხელს უწყობდა ჟურნალის სხვა ჟურნალებისგან გამოკვეთილ ხასიათს, იმ დროს, როდესაც სხვა ეროვნული გამოცემები არ უთმობდნენ სერიოზულ ყურადღებას ამ ჟანრს.

ჟურნალის რედაქცია შედგებოდა მუსიკალური და კულტურული დარგის პერსონებისგან, როგორებიცაა ლიდია ლანჩი, ჰენრი როლინზი, დევიდ ლი როთი, დუაიტ იოაკამი და სხვა, ისინი იმ დროს იყვნენ ნოვატორები. ჟურნალი ასევე აშუქებდა ისეთი ქალაქების მუსიკალურ სცენებს, როგორებიცაა ოსტინი (ტეხასი), ან გლაზგო (შოტლანდია), იმ პერიოდში, როდესაც ისინი იყვნენ ჯერ კიდევ არაღიარებულები, როგორც კულტურული ინკუბატორები. 1990 წელს, შედარებით თანამედროვე ამერიკული ბლუზ სცენის რ. ლ. ბერნსაიდის სტატიამ, პირველად მიიპყრო ეროვნული ყურადღება. ამერიკელი მულტიპლიკატორების, იაპონური მანგის, მონსტრ-ტრეკის, ანდეგრაუნდული მხატვრების, ტვინ პიქსის და სხვა არამეინსტრიმული კულტურული მოვლენების გაშუქება მის ადრეულ პერიოდში იყო ჟურნალის განვითარების გამორჩეული თვისება.

1987 წლის ბოლოს გამომცემელ ბობ გუჩიონე უმცროსის მამამ, ბობ გუჩიონე უფროსმა, უეცრად შეწყვიტა ჟურნალის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის მანძილზე გამომავალ ჟურნალს, ტირაჟით 150 000 ეგზემპლარი, ბევრი წარმატებულად თვლიდა. ბობ გუჩიონე უმცროსმა შეძლო შეეკრიბა თავისი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მოძებნა ახალი ინვესტორები და ოფისები და გამოცემის ერთი თვის შეწყვეტის შემდეგ გამოუშვა გაერთიანებული ნოემბრის და დეკემბრის ნომრები.

გუჩიონემ 1997 წელს ჟურნალი მიჰყიდა გამომცემლობა Miller Publishing-ს. 2006 წლის თებერვალში Miller Publishing-მა 5 მილიონ დოლარზე ნაკლებ ფასში ჟურნალი მიყიდა სან-ფრანცისკოს კომპანია McEvoy Group LLC-ს, რომელიც ასევე Chronicle Books-ის მფლობელია.[1] ამ კომპანიამ დააარსა Spin Media LLC, როგორც ჰოლდინგური კომპანია. ახალმა მფლობელებმა შეცვალეს მთავარი რედაქტორი სი მიშელი (იყო მთავარი რედაქტორი 2002 წლიდან) ენდი პემბერტონით (ინგლ. Andy Pemberton), რომელიც მანამდე იყო Blender-ის ყოფილი რედაქტორი. პირველი ნომერი, რომელიც გამოიცა მისი ამ თანამდებობაზე ხანმოკლე მანძილის დროს, იყო 2006 წლის ივლისის ნომერი, დაბეჭდილი პრინტერზე 2006 წლის მაისში, რომლის გარეკანზე ბიონსე ნოულსი იყო გამოსახული. პემბერტონი და Spin ერთმანეთს დაშორდნენ მეორე თვეს, 2006 წლის ივნისში. მიმდინარე რედაქტორი, დაგ ბროდი (ინგლ. Doug Brod), იყო აღმასრულებელი რედაქტორი სი მიშელის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ჟურნალის 20 წლისთავზე, რედაქციამ გამოუშვა უკანასკნელი ორი მუსიკალური ათწლეულის ქრონიკების წიგნი. წიგნი შეიცავდა თავებს ბრიტ-პოპის, გრანჟეს, ემოს და სხვა მრავალი მუსიკის სახეობების შესახებ, ასევე მასალებს ისეთ მუსიკალურ მოვლენებზე, როგორებიცაა მერილინ მენსონი, Nirvana, Weezer, Nine Inch Nails, Limp Bizkit და The Smashing Pumpkins.

2008 წლის თებერვალში Spin გამოიცა ციფრულ ფორმატში, Texterity-ის მეშვეობით.

ჟურნალის ცნობილ ავტორებს შორის იყვნენ: რობერტ კრისტგოუ, Barry Michael Cooper, Dave Eggers, Chuck Klosterman, Byron Coley, Kim France, Tad Friend, ელიზაბეთ გილბერტი, Andy Greenwald, William T. Vollman, Will Hermes, Dave Itzkoff, David Bourgeois, John Leland, Bart Bull, Greil Marcus, მეტთიუ გროენინგი, Glenn O’Brien, ნორმან მეილერი, R. Meltzer, Karen Schoemer, უილიამ სიუარდ ბეროუზი, ანტონ კორბეინი, Bob Gruen, Roberta Bayley, Jon Dolan, Rob Tannenbaum, Jonathan Ames, Strawberry Saroyan, Paul Beahan (founder of Manimal Vinyl), Michael O’Donoghue, Bönz Malone, Dan Ackerman, и Marc Spitz.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. George Raine (March 1, 2006). „S.F. group buys 20-year-old rock music magazine Spin“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 2007-10-17.