Lady Gaga Live at Roseland Ballroom

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lady Gaga Live at Roseland Ballroom

პრომო პოსტერი
ტურნე, გამართული ლედი გაგას მიერ
ჩატარების ადგილი Roseland Ballroom, ნიუ-იორკი, აშშ
დაწყების თარიღი 28 მარტი, 2014 (2014-03-28)
დასრულების თარიღი 7 აპრილი, 2014 (2014-04-07)
შემოსავალი 1.52 აშშ დოლარი
ლედი გაგას კონცერტების ქრონოლოგია
artRave
(2013)
Lady Gaga Live at Roseland Ballroom
(2014)
artRAVE: The ARTPOP Ball
(2014)

Lady Gaga Live at Roseland Ballroom — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირველი სარეზიდენციო შოუ, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკ სიტიში მანჰეტენზე მდებარე საკონცერტო არენაზე Roseland Ballroom. სარეზიდენციო შოუ დაიწყო გაგას დაბადების დღეზე 2014 წლის 28 მარტს და დასრულდა იმავე წლის 7 აპრილს, შოუს ფარგლებში ჩატარდა 7 კონცერტი. აღსანიშნავია, რომ გაგას სარეზიდენციო შოუ იყო ბოლო კონცერტი რომელიც ჩატარდა არენაზე, მეშვიდე კონცერტის დასრულების შემდგომ არენა თითქმის ერთ საუკუნოვანი ფუნქციონირების შემდგომ სამუდამოდ დაიხურა. მოგვიანებით გაგამ აღნიშნა, რომ როუზლენდი იყო ერთადერთი არენა ნიუ-იორკში რომელზეც არასდროს უმღერია და დიდი სურვილი ჰქონდა დახურვამდე გამოსულიყო არენაზე. შოუს პრომო პოსტერზე გამოსახულია გაგას ძველი სურათი სანამ იგი გახდებოდა პოპულალური.

არენის სახელწოდებიდან გამომდინარე სცენა და კოსტუმები ძირითადად გაფორმებული იყო ვარდების თემატიკით. სცენის დიზაინი კი შეესაბამებოდა ნიუ-იორკის თემატიკას, კერძოდ კი სცენაზე დამონტაჟებული იყო ნიუ-იორკის ცნობილი საცხოვრებელი სახლების სახანძრო კიბეების კონსტრუქცია და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონის კონსტრუქცია. სარეზიდენციო შოუს სეტლისტი შედგებოდა გაგას ყველა ალბომიდან — The Fame, The Fame Monster, Born This Way და ARTPOP.

კრიტიკოსების მხრიდან შოუმ მიიღო დადებითი შეფასება, განსაკუთრებით აღნიშნეს გაგას ვოკალი და ქორეოგრაფია. შოუს შვიდივე კონცერტი ბილეთები რამდენიმე თვით ადრე სრულად იქნა გაყიდული, ჟურნალ ბილბორდის მონაცემებით სულ გაიყიდა 24,532 ბილეთი რომლის შემოსავალმაც შეადგინა 1.5 მილიონი აშშ დოლარი. შოუდან ორი სიმღერის პერფომანსის ჩანაწერი ნაჩვენები იქნა დევიდ ლეტერმანის შოუში, ხოლო ტელეკომპანია MTV-ს და Logo-ს ეთერში ნაჩვენები იქნა შოუს მზადების პროცესის ამსახველი კადრები. სარეზიდენციო შოუს ბოლო კონცერტი პირდაპირ ეთერში ნაჩვეები იქნა სატელეკომუნიკაზიო ქსელ Verizon-ის ვებ-გვერდზე.

სეტლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგა შოუზე სიმღერა Born this Way-ს შესრულებისას

შოუს პირველი 28 მარტის კონცერტის სეტლისტი.[1][2]

  1. Born This Way (ფორტეპიანოს ვერსია)
  2. Black Jesus + Amen Fashion
  3. Monster
  4. Bad Romance
  5. Sexxx Dreams
  6. Dope
  7. Yoü and I
  8. Just Dance
  9. Poker Face (ფორტეპიანოს ვერსია)
  10. ARTPOP (ინტერლუდე)
  11. Applause
  12. G.U.Y.

თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი გამხსნელი აქტი დასწრება შემოსავალი
ჩრდილოეთ ამერიკა[1][3]
28 მარტი, 2014 Lady Starlight 24,532 / 24,532 $1,522,800
30 მარტი, 2014
31 მარტი, 2014
2 აპრილი, 2014
4 აპრილი, 2014
6 აპრილი, 2014
7 აპრილი, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Runtagh, Jordan (March 29, 2014). „REVIEW: Lady Gaga Touches The Edge Of Pop Glory With Historic Final Shows At Roseland Ballroom“. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2014. ციტირების თარიღი: April 2, 2014.
  2. Hammp, Andrew (29 მარტი, 2014). „Lady Gaga Kicks Off NYC Roseland Residency With Electrifying Birthday Performance“. Billboard. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Billboard Boxscore :: Current Scores“. Billboard. June 18, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2014. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)