შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ პრჟევალსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ პრჟევალსკი
რუს. Николай Михайлович Пржевальский
დაბ. თარიღი 31 მარტი (12 აპრილი), 1839[1]
დაბ. ადგილი Kimborovo, სმოლენსკის მაზრა, სმოლენსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი), 1888[2] (49 წლის)
გარდ. ადგილი ყარაქოლი[3]
დასაფლავებულია ყარაქოლი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ზოოლოგი, მკვლევარი, მწერალი, ბოტანიკოსი, სამხედრო პირი, გეოგრაფი, ბუნებისმეტყველი[4] , მოგზაური[4] , ბოტანიკური კოლექციონერი[5] [6] [7] [8] [9] [10] და სამეცნიერო კოლექციონერი[10]
ალმა-მატერი General Staff Academy
ჯილდოები კონსტანტინეს მედალი, ვეგას მედალი, დამფუძნებლის მედალი[11] , წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სახელობის მედალი, Chevalier de l'Ordre national des Palmes académiques (France), Knight of the Order of Leopold (Austria) და სამეფო მედალი

ნიკოლოზ მიხეილის ძე პრჟევალსკი [რუს. Пржевальский, Николай Михайлович; დ. 31 მარტი (12 აპრილი), 1839, სმოლენსკის გუბერნია, კიმბოროვო, ახლანდელი სმოლენსკის ოლქი — გ. 20 ოქტომბერი (1 ნოემბერი), 1888, ყარაქოლი, ყირგიზეთი]რუსი გეოგრაფი, ცენტრალური აზიის მკვლევარი გენერალ-მაიორი (1886 წლიდან), პეტერბურგის მეცნიერებათა საპატიო წევრი (1878 წლიდან).

1863 წელს დაამთავრა გენშტაბის აკადემია. 1867–1869 წლებში პრჟევალსკიმ სემიონოვ-ტიანშანსკის ხელშეწყობით ექსპედიცია მოაწყო უსურის მხარეში. 1870–1873 წლებში იმოგზაურა მონღოლეთში, ჩინეთსა და ტიბეტში, რისთვისაც დააჯილდოვეს გეოგრაფიის საზოგადოების უმაღლესი ჯილდოთი — დიდი კონსტანტინეს მედლით, 1876–1877 წლებში პრჟევალსკიმ ჩაატარა მეორე (ლობნორისა და ჯუნღარის) ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში, 1879–1880 წლებში — მესამე ექსპედიცია (ტიბეტის პირველი), 1883-1885 — მეოთხე ექსპედიცია (ტიბეტის მეორე), რომლის დროსაც პრჟევალსკის თანაშემწეები იყვნენ ვსევოლოდ რობოროვსკი და პეტრე კოზლოვი.

ნ. პრჟევალსკი 1888 წელს ცენტრალურ აზიაში მეხუთე ექსპედიციის დასაწყისში გარდაიცვალა და ისიკ-კულის ტბის ნაპირას არის დასაფლავებული.

პრჟევალსკის ექსპედიციების სამეცნიერო შედეგები გადმოცემულია მის წიგნებში. პრჟევალსკიმ დაადგინა ცენტრალური აზიის მთავარი ქედების მიმართულება, აღმოაჩინა ახალი ქედები, დააზუსტა ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთი საზღვრები, აღწერა ლობნორის ტბა, შეაგროვა ვრცელი ზოოლოგიური, ბოტანიკური და მინერალების კოლექციები.

1891 წელს პრჟევალსკის პატივსაცემად რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ვერცხლის მედალი და პრემია. 1946 წელს დაწესდა პრჟევალსკის სახელობის ოქროს მედალი.

პრჟევალსკის სახელი დაერქვა ქალაქს, ქუჩებს სხვადასხვა ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებს, სმოლენსკის გიმნაზიას, კარაკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ქედს კუნლუნის სისტემაში, მყინვარს ალთაიში, სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს, აგრეთვე ცხოველთა და მცენარეთა მთელ რიგ სახეობებს. პრჟევალსკის ძეგლები დგას ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად და სანქტ-პეტერბურში (1892).

1951 წელს კინოსტუდია „მოსფილმში“ გადაიღეს ფილმი „პრჟევალსკი“ (რეჟ. ს. იუტკევიჩი), რომელიც სტალინის მიერ შეკვეთილ ფილმთა შორის იყო.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწისმცოდნეობის მუზეუმში დაიდგა პრჟევალსკის ბიუსტი

1999 წელს რუსეთის ბანკმა გამოუშვა სხვადასხვა ნომინალის 5 მონეტა, რომელიც პრჟევალსკის და მის ექსპედიციას მიეძღვნა.

  1. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Пржевальский Николай Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 1 2 Národní autority České republiky
  5. Bionomia — 2018.
  6. Bionomia — 2018.
  7. Bionomia — 2018.
  8. Bionomia — 2018.
  9. Bionomia — 2018.
  10. 1 2 Bionomia — 2018.
  11. Royal Geographical Society Gold Medal RecipientsRoyal Geographical Society, 2022.