ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ჭახათი | |
ცხემოვანის ხიდი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭახათი |
კოორდინატები | 41°48′07″ ჩ. გ. 41°56′06″ ა. გ. / 41.80194° ჩ. გ. 41.93500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 390[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭახათი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჭახათი, დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ხინოწმინდა). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 390 კაცი.[1] მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მ, ქობულეთიდან 17 კმ. სოფელში მოდის მინერალური წყალი. სოფელში ცხემვანას უბანში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 43 000 ლ/დ.[2] XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 576[4][5] |
2014 | 390[1] |
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, ჭახათის მთაზე დგას ელიას ციხე.
კინტრიშაჰესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს სოფელში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის, კინტრიშაჰესის მშენებლობა. პროექტს შპს „Hydro Development Company“ ახორციელებს და მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს. ჰესი სამი ძირითადი კვანძისაგან შედგება: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და საკუთრივ ჰესის შენობა. „კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მილიონი კვტ/სთ იქნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
- სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“, გვ. 64 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|