კინტრიშაჰესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კინტრიშაჰესი — დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ივნისში და დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე. პროექტს შპს „Hydro Development Company” ახორციელებს და მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს. ჰესი სამი ძირითადი კვანძისაგან შედგება: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და საკუთრივ ჰესის შენობა.„კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მილიონი კვტ/სთ იქნება.