ელიას ციხე
ელიას ციხე — ციხესიმაგრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ძეგლი დგას სოფელში, ჭახათის მთაზე, მასიური კლდით დაბოლოებულ ქიმზე, ზღვის დონიდან 1150 მ.
არქიტექურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხე ოვალური გარშემოწერილობისაა. გალავნის ფრაგმენტები ზოგან 3-4 მეტრს აღწევს, ზოგან კლდე ქმნის კედელს. ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. თავად ციხე აგებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი ქვიშისაგან. კედლის სისქე 1 მეტრია. ციხე ნაკლებადაა გამოკვლეული, იგი მიჩნეულია ფეოდალური ხანის ნაგებობად, რომელსაც სადაზვერვო –სათვალთვალო პუნქტად იყენებდნენ. გადმოცემით, ოსმალთა ბატონომის ხანაში, იგი ტყვეთა გაყიდვის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. გადმოცემის მიხედვით ციხე ააშენა ვინმე ელია დიასამიძემ გატაცებულ ტყვეთა დასამალად. ჩრდილოეთის მხრდიან ჰქონდა კოშკი, რომელიც აღარ არსებობს. ციხის საერთო ფართობი დაახლოებით 80 მ2-ია. ციხეს ორი მხრიდან აქვს მისადგომი, ნაცხავატევიდან და გოგმაჩაურიდან.
ხალხური ფოლკლორი=[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი, რომელიც ჩაწერილია 1959 წელს:
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11815