შინაარსზე გადასვლა

თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუზი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
თუზი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი თუზი
კოორდინატები 42°16′25″ ჩ. გ. 43°06′08″ ა. გ. / 42.27361° ჩ. გ. 43.10222° ა. გ. / 42.27361; 43.10222
ცენტრის სიმაღლე 480 მ
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1060[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
თუზი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

თუზი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: თუზი, ვარდიგორა, თავასა, კაკაბაური, ჯგილათი). მდებარეობს მდინარე ძუსასა და ბუჯას წყალგამყოფზე, თერჯოლიდან 21 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1060 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1397698699
2014[1] 1060541519

სოფელში არის საჯარო სკოლა. სწავლობს 378 მოსწავლე, ასწავლის 62 პედაგოგი. შენობის ფართობია 3587 კვ.მ.[3].

სოფელში დგას XI-XII საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეების ორი ეკლესია. თუზის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, მასზე შემორჩენილია ძველი ქართული წარწერა.