გოგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
გოგნი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°16′50″ ჩ. გ. 42°58′58″ ა. გ. / 42.28056° ჩ. გ. 42.98278° ა. გ. / 42.28056; 42.98278
პირველი ხსენება 1188
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 448[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
გოგნი — საქართველო
გოგნი
გოგნი — იმერეთის მხარე
გოგნი

გოგნისოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თერჯოლიდან 12 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 448 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 527 260 267
2014[1] Decrease2.svg 448 228 220

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე კარუგდებლად მოიხსენიებენ. მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმ. გიორგის სახელობისაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გოგნი&oldid=3238559“-დან