კვახჭირი
| სოფელი | |
|---|---|
|
კვახჭირი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კვახჭირი |
| კოორდინატები | 42°12′21″ ჩ. გ. 42°44′02″ ა. გ. / 42.20583° ჩ. გ. 42.73389° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XIII საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
| მოსახლეობა | 647[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
კვახჭირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ოდილაური, სარბევი). სოფელში მოქმედებს საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვახჭირი ისტორიულ წყაროებში იხსენიება XIII საუკუნიდან. დოკუმენტის მიხედვით დავით ნარინის მეუღლემ თამარ დედოფალმა ბეღე ქვაბულიძისგან შეიძინა სოფელი კვახჭირი..[2] 1820-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 30 ოჯახი.[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მეტრი. თერჯოლიდან 35 კილომეტრი. სოფელში არის მარმარილოს საბადო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 647 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 801 | 387 | 414 |
| 2014[1] | 317 | 330 |
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში გადის რკინიგზის ხაზი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის ბაქანი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ქუთაისი-ვარციხე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 491.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||