ნაგარევი
| სოფელი | |
|---|---|
|
ნაგარევი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| თემი | გოდოგანი |
| კოორდინატები | 42°15′28″ ჩ. გ. 42°48′10″ ა. გ. / 42.25778° ჩ. გ. 42.80278° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
| მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ნაგარევი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გოდოგნის თემში. მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 100 მეტრი, თერჯოლიდან 25 კილომეტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 395 | 195 | 200 |
| 2014[1] | 148 | 131 |
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში არის საჯარო სკოლა. მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 73, მასწავლებლებისა — 18. შენობის საერთო ფართობია 934 კვ.მ.[3] სოფელში არის საბავშვო ბაღი
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მიდამოებშია ნაგარევის ეხი, 1667 წელს გელათის ეპისკოპოსის გედეონის მიერ აგებული ხიდი მდინარე ჭიშურაზე. სოფლის ერთი ნაწილი ე. წ. საბანელა, წყაროებში მოხსენიებულია XIII საუკუნეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 282.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ სსიპ საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
| ||||||||||