თავასა
| სოფელი | |
|---|---|
|
თავასა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| თემი | თუზი |
| კოორდინატები | 42°16′28″ ჩ. გ. 43°04′56″ ა. გ. / 42.27444° ჩ. გ. 43.08222° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
| მოსახლეობა | 282[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
თავასა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).
მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მდგენელი) ზემოწელში, ზღვის დონიდან 400 მ-ზე, თერჯოლიდან 18 კმ-ში.
თავასა წყაროებში პირველად XVII საუკუნეში მოიხსენიება, კერძოდ, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის 1645 წლის წყალობის სიგელში. XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დატანილია თავასის ციხე-დარბაზი.
სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — განვითარებული შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ძეგლი ნაშენია დიდი თლილი ლოდებითა და კირით. გადახურულია ლორფინით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე მოხატულია. ფრესკებზე გამოსახული არიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. კედლებზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 282 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1911[2] | 1216 | ||
| 2002[3] | 189 | 203 | |
| 2014[1] | 141 | 141 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 421.
- ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. თბ.,1995. — გვ. 201-203.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||