გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
გოდოგანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | გოდოგანი |
კოორდინატები | 42°15′34″ ჩ. გ. 42°46′54″ ა. გ. / 42.25944° ჩ. გ. 42.78167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1462[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გოდოგანი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ბროლისქედი, ნაგარევი, ჭალასთავი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 240 მეტრი, თერჯოლიდან 24 კილომეტრი. სოფელში არის მუხის ტყე.
მღვიმე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე არის კარსტრული მღვიმე საკაჟია. საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. აღმოაჩინეს 1914 წელს. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება — „საკაჟია“. აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოდოგნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია X საუკუნით თარიღდება და მისი აშენება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.[2] გოდოგანში ასევე დგას 1873 წელს აშენებული ეკლესია. 1926 წლისთვის გოდოგნის თემი შედგებოდა ოთხი სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3336 ადამიანს, ხოლო ფართობი 48,8 კმ²-ს.
კულტურის ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდოგანის მაცხოვრის ეკლესია
- გოდოგნის მთავარანგელოზთა ეკლესია
- გოდოგანის ოქროს ჯვრის ეკლესია
- გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია
- გოდოგანის ხიდი
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1462 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 1689 | ||
1911[4] | 1319 | ||
2002[5] | 1765 | 827 | 938 |
2014[1] | 1462 | 724 | 738 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 201.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 74-75.
- ნიორაძე გ., ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბოჭორიძე გ. "იმერეთის ისტორიული ძეგლები", თბილისი, 1995.-გვ. 120-124
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|