შინაარსზე გადასვლა

ზედა სიმონეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა სიმონეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა სიმონეთი
კოორდინატები 42°13′55″ ჩ. გ. 42°55′15″ ა. გ. / 42.23194° ჩ. გ. 42.92083° ა. გ. / 42.23194; 42.92083
ცენტრის სიმაღლე 350
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1349[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა სიმონეთი — საქართველო
ზედა სიმონეთი
ზედა სიმონეთი — იმერეთის მხარე
ზედა სიმონეთი

ზედა სიმონეთისოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ზედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და მასში შემავალი ერთადერთი სოფელი.

მდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 350 მ-ზე, ქ. თერჯოლიდან 11 კმ-ში, არგვეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ში. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI ს.), დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.

წმინდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია როგორც სომიანეთი:

წ[მიდა]ო გი[ორგი] შე[იწყალე]
სოფელი ს-
ომიანე-
თი

„სომიანეთი“, როგორც ჩანს, სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა. ხალხური ეტიმოლოგიის შედეგს უნდა წარმოადგენდეს „სვიმონეთი“.[2]

1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი IV გურიელი. 1926 წლისთვის ზედა სიმონეთის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 5032 ადამიანს, ხოლო ფართობი 46,8 კმ²-ს.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1349 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]1824890934
2014[1] 1349697652

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დანელია კ.,სარჯველაძე ზ., ქართული პალეოგრაფია, თბ.: „ნეკერი“, 1997.  გვ. 81–82.
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II