ძევრი
სოფელი | |||
---|---|---|---|
ძევრი |
|||
ქვეყანა | ![]() |
||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ძევრი | ||
კოორდინატები | 42°14′37″ ჩ. გ. 42°56′48″ ა. გ. / 42.24361° ჩ. გ. 42.94667° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XVII საუკუნე | ||
ცენტრის სიმაღლე | 250 მ | ||
მოსახლეობა | 590[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98%[2] | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
|
ძევრი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ძევრი, ოქონა, სეფარეთი). სოფელში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი, ორი ვეტერინარული პუნქტი, ბენზინგასამართი სადგური, საჯარო სკოლა.
სექციების სია
მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე ძევრულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. სოფელში გადის თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზა.
არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლს ხეობაში ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარსტრული მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი — საგვარჯილე. საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, ის გაითხარა 1951-1952 წლებში. აღმოჩენილი მასალა დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.
გუდიელის კოშკი და ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების გუდიელის კოშკი და ეკლესია, რომლებიც აღწერა დიუბუა დე მონპერემ. ნაგებობები მიეკუთვნებოდა თავადთა საგვარეულოს. ტაძრის მთავარ კარზე ხუცურით შესრულებული იყო ვრცელი წარწერა. ფასადი მორთული იყო რელიეფებით, ორი ერთმანეთთან მებრძოლი მხედარი, დიდი ლომი, რომელიც თავს ესხმის შველს. რელიეფებით შემკული იყო ასევე კანკელი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 590 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1 321 | 633 | 688 |
2014[1] | ![]() |
310 | 280 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 267, თბ., 1987 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|